უკან
მსოფლიო
22 აპრილი, 2019 10:40
მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში შესვლას ითხოვს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში შესვლაზე აკრძალვის მოხსნას ითხოვს. ამის შესახებ მან ტელეარხ „Наш“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, მან იურისტის მეშვეობით უკვე მიმართა უკრაინის უშიშროების სამსახურს.
„როგორც უკრაინის მოქალაქე დიდი გარდაქმნის ნაწილი მინდა ვიყო. უსამართლობაა ჩემი უკრაინიდან გაშვება, რომელიც მე ისევე მიყვარს, როგორც ჩემი მშობლიური საქართველო“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ცნობილმა მსახიობმა ვლადიმერ ზელენსკიმ გაიმარჯვა.