უკან
მსოფლიო
9 სექტემბერი, 2017 12:48
მიხეილ სააკაშვილი უკრანაში დაბრუნებას შვილთან ერთად აპირებს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხიელ სააკაშვილი, 10 სექტემბერს უკრაინაში დაბრუნებას შვილთან ერთად გეგმავს.
ამის შესახებ სააკაშვილმა უკრაინულ ტელეარხს NewsOne-ს განუცხადა.
„ისინი ვისაც სროლა უნდათ, წინასწარ ამას არ ამბობენ, ეს ერთი და მეორე, ისინი სპეციალურად ამბობენ, მათ შორის ჩემს პოლონელ მეგობრებთან, რომ შესაძლოა, იყოს სროლა და არეულობა, რომ არ გინდათ პრობლემები და არ გამოუშვათ სააკაშვილი, თქვენთან დარჩესო. მაგრამ ვის უნდა ესროლონ? მე ჩემს პატარა შვილთან ერთად მივდივარ. ასევე იქნებიან ევროპარლამენტარები და პოლონეთის პარლამენტის დეპუტატები“,-განმარტა სააკაშვილმა.
ხვალ, 10 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილი პოლონეთიდან, „კრაკოვეცკის“გამშვები პუნქტიდან უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს.
მონიკა დავლიანიძე