უკან

პოლიტიკა

11 დეკემბერი, 2017 13:00
font-size

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებაზე საუბარი ნაადრევია - სულხან სალაძე

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, სულხან სალაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ექს-გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე საუბარი ნაადრევია. მისი განმარტებით, „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერის მიმართ წაყენებული ბრალდებები ამას არ ითვალისწინებს.

„როგორც ვიცით, საქართველოს ხელისუფლებას თავის დროზე ჰქონდა უკრაინული მხარისადმი მიმართვა გადმოცემასთან დაკავშირებით, თუმცა მაშინ ეს არ მოხდა. ის დოკუმენტაცია და ის მოცემულობა, რომელიც მაშინ იყო, პრინციპში გამორიცხავს მიხეილ სააკაშვილის საქართველოსთვის გადმოცემას. თუ რაიმე ახალი მტკიცებულებები არის, ჩვენთვის უცნობია და ამ თემაზე პროკურატურამ, სამართალდამცველებმა მეტი ინფორმაცია უნდა მოგვაწოდოს.

ჩვენ როგორც ვიცით, უკრაინაში დავა სააკაშვილთან მიდის სულ სხვა საკითხებზე, რომელიც არ არის დაკავშირებული საქართველოში შესაძლო ჩადენილ დანაშაულთან. ასე რომ, ამ მოცემულობით ნაადრევია ჯერ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებაზე საუბარი“, -უთხრა სალაძემ ჟურნალისტებს.

მიხეილ სააკაშვილი კიევში 8 დეკემბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს, ესენია: უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 15-ე მუხლი (თავდასხმა, დანაშაულის მცდელობა), 28-ე მეორე მუხლის მეორე ნაწილი (დანაშაულის ჩადენა პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი განზრახვით) და 256-ე მუხლის მეორე ნაწილი (დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთა ხელშეწყობა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დამალვა).

დღეს სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

ანა მებურიშვილი

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი