უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

12 სექტემბერი, 2017 14:10
font-size

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შესახებ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ხელი მოაწერა

ლვოვში, სასტუმრო ლეოპოლისის წინ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ექს-გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, რომელიც ეხება უკრაინის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას. მესაზღვრეებმა და პოლიციელებმა ჟურნალისტების თანდასწრებით საჯაროდ წაუკითხეს სააკაშვილს დოკუმენტის შინაარსი. ამის შესახებ იუწყება უკრაინული „24-ე არხი“.

როგორც სააკაშვილმა სასტუმროს წინ გამართულ ბრიფინგზე განმარტა, აღნიშნული ოქმი უნდა გადაცემულიყო საზღვრის გადაკვეთიდან სამი საათის განმავლობაში.

„ყველაფერი ძალიან მარტივია. ეს ოქმი უნდა მოეტანათ საზღვრის გადაკვეთიდან სამი საათის განმავლობაში. ისინი ვერ იტყვიან, რომ მე ვემალებოდი. მე ვიყავი ლვოვის მთავარ მოედანზე ათასობით ლვოველთან ერთად, მაშინ უპრობლემოდ ავიღებდი ამ ოქმს, მაგრამ ახლა, რასაც აკეთებენ კანონდარღვევაა“, -განაცხადა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს დილას სასტუმროში, სადაც მიხეილ სააკაშვილი დაბინავდა, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები მივიდნენ. შემდგომში მათ განმარტეს, რომ საჭირო იყო ოქმის გაცნობა ოდესის ყოფილი გუბერნატორისთვის, რომელმაც კანონი დაარღვია და უკრაინის საზღვარი უკანონოდ გადალახა.

10 სექტემბერს 20 საათზე მიხეილ სააკაშვილმა თავის მხარდამჭერებთან ერთად სასაზღვრო-გამშვები პუნქტი შეგინი გადაკვეთა. ის ახლა ლვოვში იმყოფება.

აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული უკრაინის სსკ-ის 332-ე მუხლით, რაც სახელმწიფო საზღვარზე პირების უკანონოდ გადაყვანას გულისხმობს, ასევე ადგილობრივი შსს-ის ინფორმაციით, ინციდენტი „სისხლის სამართლის კოდექსის“ 348-ე მუხლის დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავს.

ანა მებურიშვილი

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი