უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 იანვარი, 2018 13:30
font-size

მიმდინარეობს მთის დემონტაჟი მრავალსართულიანი კორპუსების აშენების მიზნით - დავით მესხიშვილი

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე, დავით მესხიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე ძველ თბილისში მთის თხრის შესახებ სტატუსს აქვეყნებს:

,,მიმდინარეობს მთის დემონტაჟი ქალაქის ცენტრში!

დღეს, მთაზე აცოცებულმა ამ არსებამ გამაღვიძა (ბოლი რომ ასდის ფოტოზე), რომელიც დედაქალაქის ცენტრში, მის გულში, ძველი თბილისის რაიონში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე, დაუნდობლად თხრის მთას. სინამდვილეში მარტო კი არ თხრის, არამედ მიმდინარეობს მთის დემონტაჟი მრავალსართულიანი კორპუსების აშენების მიზნით. გეოლოგებისა და ექსპერტების არაერთგზის გაფრთხილებისა, რომ აქ მშენებლობა კატეგორიულად დაუშვებელია, ვინაიდან მცოცავი ქანებია და უფრო მეტიც, აქტიურად მიმდინარეობს ეროზიული პროცესები, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქეების სიცოცხლეს, "მშენებლებმა" არათუ არ შეაჩერეს ეს ვანდალიზმი, არამედ უფრო ზევით, მთის მწვერვალზე აცოცდნენ. ნადგურდება მთაწმინდისა და კუს ტბის გამყოფი ქედი, ულამაზესი ადგილი. ამ ფაქტს თუ უბრალოდ დანაშაულს ვუწოდებთ, ალბათ ძალიან მსუბუქი შეფასება იქნება, ეს არის არაადამიანობა! თბილისის მერიავ შეაჩერე ეს ბოროტება! შეაჩარეთ ბუნების განადგურების ეპიდემია დედაქალაქში!

70-იან წლებში არსებობდა არაჩვეულებრივი სარეკრეაციო გეგმა, რის მიხედვითაც მთაწმინდის პარკი საფეხმავლო ბილიკებით, ამ ქედის გავლით, უნდა დაკავშირებოდა კუს ტბას. ეს კი, საშუალებას მისცემდა დამსვენებელს ერთდროულად ესარგებლა ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული და ძალიან მრავალფეროვანი სარეკრეაციო ზონით. ამ პროექტის განხორციელებას ვინღა ჩივის, როდესაც ძალიან მალე აქ მთაწმინდის ქედი საერთოდ აღარ იარსებებს. ბილიკები კი, ბეტონის ჯუნგლებში გაივლის.

P.s ძალიან გთხოვთ მონიშნოთ ყველა ის ორგანიზაცია თუ პიროვნება, ვის კომპეტენციაშიც შეიძლება შედიოდეს ამ ბოროტების შეჩერება!“, - წერს დავით მესხიშვილი და ფაქტის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს.

საკვანძო სიტყვები:

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი