უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

9 აპრილი, 2020 14:45
font-size

მინდა მოვუწოდო ყველას, თუ გაქვთ სიცხე, გიჭირთ სუნთქვა, პირველი რაც უნდა გააკეთოთ, უნდა დარეკოთ 112-ში - გიორგი გახარია

ქოლ-ცენტრ 144-ზე ზარების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული, რადგან მოქალაქეებმა უკვე დეტალურად იციან, როგორია საგანგებო მდგომარეობის საკანონმდებლო სპეციფიკა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქოლ-ცენტრი - 144, რამდენიმე ხნის წინ, აუცილებლობიდან გამომდინარე ჩაირთო, რომლის ძირითადი ამოცანაა საგანგებო მდგომარეობის პირობების და საკანონმდებლო თავისებურებების შესახებ მოქალაქეებს გასცეს პასუხი.

„სულ რამდენიმე ხნის წინ, აუცილებლობიდან გამომდინარე, ჩაერთო ერთი ქოლ-ცენტრი - 144, რომლის ძირითადი ამოცანა გახლავთ საგანგებო მდგომარეობის პირობების და საკანონმდებლო თავისებურებების შესახებ ჩვენს მოქალაქეებს გასცეს პასუხი. ეს ქოლ-ცენტრი ფუნქციონირებს და ზარების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული. მოქალაქეებმა უკვე დეტალურად იციან, როგორია საგანგებო მდგომარეობის საკანონმდებლო სპეციფიკა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა 112-ის მნიშვნელობაზე ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე და აღნიშნა, რომ 112 გახდა COVID-19-თან ბრძოლის პირველი ხაზი, რადგან მოქალაქეს აძლევს საშუალებას, სიმპტომების გაჩენისთანავე მიიღოს მაღალპროფესიონალური კონსულტაცია და გაერკვეს, უნდა დარჩეს სახლში თუ უნდა მიმართოს სტაციონარს.

„შემიძლია ოფიციალურად განვაცხადო, რომ 112 სრულიად ახალი ხაზით აეწყო ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად და პირველად, სამედიცინო მომსახურებასთან ერთად, რაც ნიშნავს ოჯახის და სოფლის ექიმს. ეს არის COVID-19-თან ბრძოლის პირველი ხაზი, იმიტომ, რომ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, როგორც კი რაიმე ელემენტარული სიმპტომი ექნება - სიცხის მატება, სუნთქვის გართულება, მას შეუძლია აიღოს ტელეფონი, აკრიბოს 112. 112 მას მაშინვე დააკავშირებს მის ოჯახის ექიმთან ან სოფლის ექიმთან. ე.ი. ზარი შემოდის თბილისში, საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან, ბრუნდება იმ გეოგრაფიაზე, საიდანაც ზარი ხორციელდება და ჩვენს მოქალაქეს აკავშირებს ოჯახის ან სოფლის ექიმთან. შემდგომ უკვე „ჩეკ ლისტის“ შესაბამისად ტარდება კონსულტაცია. თუ საჭიროა მოქალაქის გადაყვანა სტაციონარზე, მაშინ ის გადაჰყავთ რეგიონულ ცხელების ცენტრში, სადაც ის არის 24 საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ, შემდეგ მას უტარდება ტესტირება და იქნება მიღებული გადაწყვეტილება, თუ რომელ სტაციონარში გადაიყვანენ. ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ ამით ვიცავთ ჩვენს მოქალაქეს, პირველივე სიმპტომის გაჩენის შემთხვევაში შეუძლია დარეკოს 112-ზე და მიიღოს ძალიან მაღალი ხარისხის ტელემედიცინის მომსახურება. მეორე - ვიცავთ ჩვენს სასწრაფო დახმარების ქსელს, რომლის რესურსიც ახლა დასაზოგია და რა თქმა უნდა, ჩვენს სტაციონარებს. შემოსული 400 ზარიდან დაახლოებით 5-6 პროცენტი ბრუნდება უკან 112-ზე, რომ გადავიდეს სასწრაფო მომსახურების დონეზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ოჯახის და სოფლის ექიმები უკვე სახლის პირობებში მართავენ პირველად სიმპტომებს, რომლითაც მათ ჩვენი მოქალაქეები მიმართავენ.

ეს არის უმნიშვნელოვანესი პირველი ხაზი COVID19-თან ბრძოლის. სწორედ ტელემედიცინა არის ის შესაძლებლობა, რომელიც სიმპტომების გაჩენისთანავე აძლევს მოქალაქეს საშუალებას, მიიღოს მაღალპროფესიონალური კონსულტაცია, გაერკვეს, უნდა დარჩეს სახლში თუ უნდა მიმართოს სტაციონარს და თუ მიმართავს ცხელების ცენტრს, მაშინვე ჩაუტარდება ტესტი და გაირკვევა, ეს არის COVID19, თუ სხვა რამ და აქედან უკვე გადანაწილდება სტაციონარებში. ეს გვაძლევს საშუალებას, ის სტაციონარები, რომელიც ქვეყნის მასშტაბით COVID19-თან საბრძოლველად არის გამოყოფილი, იყოს მიზნობრივად დატვირთული.
მინდა ყველას მოვუწოდო, პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე, თუ გაქვთ სიცხე, გიჭირთ სუნთქვა, პირველი რაც უნდა გააკეთოთ, უნდა დარეკოთ 112-ში, საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი