უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

17 მარტი, 2017 15:40
font-size

„მინი-სტრასბურგის“ მოდელის შექმნამ, შეიძლება, დუბლირების პრობლემა გამოიწვიოს - ეკა ბესელია

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს ბაზაზე ადგილობრივი „სტრასბურგის“ მოდელის შექმნის ინიციატივა, რომელიც საკონსტიტუციო კომისიაშია წარდგენილი, ფუნქციების დუბლირების პრობლემას გამოიწვევს, რადგან საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებების გადახედვის შესაძლებლობა უზენაეს სასამართლოს აქვს.

„საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს უნივერსალური ფუნქცია კონსტიტუციური მართლმსაჯულების განხორციელებისა და ის, რომ მას დამატებით შესძინოს ის ფუნქციები, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების გადახედვა დაიწყოს, ანუ ერთგვარი მინი-მოდელი შეიქმნას სტრასბურგის სასამართლოსი, ასეთი მარტივი თემა არ არის. ერთგვარად შეიძლება დუბლირების პრობლემაც გაჩნდეს, იმიტომ რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების გადასინჯვის საგამონაკლისო წესი ისედაც არსებობს. ჩვენ დავამატეთ ამ გამონაკლის წესებს კიდევ რამდენიმე პუნქტი და ამას დღეს ახორციელებს უზენაესი სასამართლო. თუ ამ ფუნქციის პარალელურ ფუნქციას ვაძლევთ საკონსტიტუციო სასამართლოს, ამას ძალიან ღრმა ანალიზი სჭირდება. მე მგონია, ცოტა ნაჩქარევია ეს პოზიცია, ნაჩქარევია ჯერ ამ გადაწყვეტილების მიღებაზე ფიქრი იქამდე, ვიდრე არ მოხდება ამის აუცილებლობის ღრმა ანალიზი“, - გამოეხმაურა ინიციატივას ბესელია.

უმრავლესობის წევრის თქმით, ამ მოდელის შემოტანას სასამართლოში დასჭირდება დამატებითი ადამიანური, საკადრო და ფინანსური რესურსები.

საკონსტიტუციო კომისიის დღევანდელ სხდომაზე ერთ-ერთი წარდგენილი ინიციატივის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს დაემატება „მინი-სტრასბურგის“ ფუნქცია, რომელიც მისცემს მას საშუალებას, გადახედოს საერთო სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს საკონსტიტუციო კომისიაში განიხილავენ სასამართლო ხელისუფლების ფორმირების საკითხს, კერძოდ, რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს და როგორ უნდა დაინიშნოს მოსამართლე. გარდა ამისა, იმსჯელებენ ომბუდსმენის არჩევის წესზე.

ანა მებურიშვილი

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი