უკან

პოლიტიკა

16 მაისი, 2023 14:12
font-size

სააკაშვილმა ამ გადაწყვეტილების შემდეგ თუ რაიმე უნდა გააკეთოს, ეს გადაწყვეტილება უნდა აიღოს და იმ ადამიანებს, ვინც ის წააქეზა, ვინც ის ასეთ დღეში ჩააგდეთ, სულ თავში უნდა გირტყათ – ალუდა ღუდუშაური

სტრასბურგის სასამართლომ გითხრათ, რომ ქვეყნის დაზიანებას, სპეკულაციას თავი დაანებეთ და კაცობა დაიწყეთო, მაგრამ ჩვენ შორს ვართ იმ ილუზიისგან, რომ თქვენ რაიმე სახით სწორ გზას დაადგებით, ან ქვეყნის დაზიანებას თავს დაანებებთ, ან პოლიტიკურ პარაზიტირებას თავს დაანებებთ, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას.

„მინდა გითხრათ, ამ სტრასბურგის გადაწყვეტილებით ბოდიში მოუხადოთ ჩვენს ქვეყანას, საკუთარ ხალხს. კეთილი ინებოთ, გამოხვიდეთ და ბოდიში მოუხადოთ იმ კამპანიისთვის, როდესაც თქვენ ტალახს ესროდით და აზიანებდით ჩვენს ქვეყანას. დიახ, თქვენ ის ხალხი ხართ, ეს იმ მსჯელობის გაგრძელებაა, როდესაც ქალბატონი სამადაშვილი ერთ-ერთ ტელევიზიაში პირდაპირ, ღიად, საჯაროდ ამბობდა, რომ დიახ, თქვენი სურვილი არის, რომ საკუთარ ქვეყანას დაუწესდეს სანქციები, საკუთარ ხალხს დაუწესოთ სანქციები. ეს იმის გაგრძელებაა, რომ საქართველოში თითქოს სააკაშვილი ვიღაცამ მოწამლა და ა.შ., თითქოს სააკაშვილის ვიღაცა კლავს. მინდა, გითხრათ, რომ როდესაც პატიმრობა იყო სიკვდილთან გათანაბრებული და პატიმრობა უდრიდა ავტომატურად სიკვდილს, ეს სწორედაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ჩამოშორების დროს ჩავაბარეთ წარსულს. ამიტომ, ნუ გერევათ რა დროში ხართ, რა სიტუაციაში ხართ. ეს არ აგერიოთ. ასევე, მინდა გამოგიცხადოთ სრული მხარდაჭერა იუსტიციის მინისტრ ბატონი ბრეგაძეს, მისი მოადგილეებს, ყველა რიგითი თანამშრომლით დამთავრებული, ასევე იმ მედპერსონალს, რომელიც უძლებს იმ ტალახის სროლას, რომელსაც თქვენ კამპანიური ხასიათი მიეცით. მათ ბოდიში უნდა მოუხადოთ.

ამავდროულად, სააკაშვილმა ამ გადაწყვეტილების შემდეგ თუ რაიმე უნდა გააკეთოს, ეს გადაწყვეტილება უნდა აიღოს და იმ ადამიანებს, ვინც ის წააქეზა, ვინც ის ასეთ დღეში ჩააგდეთ, სულ თავში უნდა გირტყათ“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი