უკან
უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
- 26.04.2024 17:3328 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი
არქივი
კომენტარი
24 ნოემბერი, 2021 19:01
მისი ფსიქოლოგიური განწყობა არის მძიმე, ის ძველებური ადამიანი აღარ არის - გიული ალასანია
გიული ალასანიას ცნობით, მისი შვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დათრგუნულია პატიმრობის გამო და ის ძველებური ადამიანი აღარ არის.
“მისი ფსიქოლოგიური განწყობა არის მძიმე, ძალიან მძიმეა, რადგან ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა აქვს გადატანილი ადამიანს.
დათრგუნულია, ის ძველებური ადამიანი აღარ არის, უჭირს სიარული. ჩვენ ყველამ, მთელმა საზოგადოებამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ როგორმე ეს ადამიანი გავათავისუფლოთ. სხვა გამოსავალი არ არის. მე გაოგნებული ვარ, გუშინ მოვისმინე, რომ თურმე მიშას 50 დღიანმა შიმშილობამ დააზიანა ოპოზიცია. ვინმეს გაუგია, რომ გმირის გმირობა რაიმე მოძრაობას აზიანებდეს? საჭიროა მთელი საზოგადოების დაუყოვნებლივი აქტიურობა,”- განაცხადა გიული ალასანიამ.