უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

10 დეკემბერი, 2019 14:20
font-size

მმართველი პარტიისგან მივიღეთ დაპირება, რომ საარჩევნო სისტემაზე შეთავაზებების განხილვას სერიოზულად მოეკიდებიან - ანდრიუს კუბილიუსი

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა, ანდრიუს კუბილიუსმა თბილისში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტების პრესკონფერენციაზე მედიის კითხვებსაც უპასუხა.

ერთ-ერთი შეკითხვა ეხებოდა ოპოზიციის ინიციატივას, რეზოლუციაში საპარლამენტო ზედამხედველობის ნაწილში გაკეთებულიყო ჩანაწერები ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე და 20 ივნისის ღამეს დაკავებულ აქციის მონაწილეებთან დაკავშირებით.

კუბილიუსის თქმით, განვითარებულ პროცესებს დაერქმევა პოლიტიკური კრიზისი, თუ პოლიტიკური მოვლენები, ფაქტია, რომ ადამიანები ქუჩაში არიან გამოსული და რაღაც ისე არ არის, როგორც უნდა იყოს.

„თქვენ შეგიძლიათ, უწოდოთ ამ ყველაფერს პოლიტიკური კრიზისი, ან პოლიტიკური მოვლენები, მაგრამ ადამიანები ქუჩებში არიან, ეს ნიშნავს იმას, რომ მოვლენები რაღაც არასწორად მიმდინარეობს. ვიტყოდი, რომ როგორც ქართველ მოქალაქეებს, ასევე ჩვენ, საერთაშორისო საზოგადოებას გვაშფოთებს ეს საკითხი. ახლახან ევროპარლამენტში, პლენარულ სესიაზე, სადაც გვქონდა დისკუსია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან, ვსაუბრობდი, რა მოხდა, როცა მმართველმა პარტიამ თავისი დაპირება არ შეასრულა. ეს არ გახლდათ მხოლოდ ჩვეულებრივი პოლიტიკური განვითარება, არამედ, სამწუხაროდ, ეს იყო უკან გადადგმული ნაბიჯი, როდესაც ადამიანებმა და ჩვენ, საერთაშროისო საზოგადოებამ, დავკარგეთ ნდობა არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გაიმართოს შემდეგ წელს. ეს არის დიდი პრობლემა, ვინაიდან ის დაპირება, რომელიც გაჟღერდა ივნისის მოვლენების დროს მმართველი პარტიის მხრიდან, პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, იყო ძალიან ძლიერი დაპირება.

როდესაც მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, არ შეესრულებინა ეს დაპირება, ეს ნიშნავს უფრო მეტს. ჩემი შეხვედრების დროს მე მოვუწოდე მმართველი პარტიის ხელმძღვანელობას, რომ ორივე გადაწყვეტილება მიიღოს, რომელიც საშუალებას მოგვცემს, დავაკვირდეთ, არჩევნები როგორ განვითარდება, ნდობა რომ აღიდგინოს ქართულ საზოგადოებაში, ასევე საერთაშორისო საზოგადოებაში. თქვენ არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ევროკავშირისკენ ინტეგრაცია არ გახლავთ მხოლოდ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, მხოლოდ ასოცირების ხელშეკრულება იმასთან დაკავშირებით, რა რეფორმები უნდა განხორციელდეს, ეს გულისხმობს შესაბამისი კრიტერიუმების არსებობას. ეს კრიტერიუმები გულისხმობს დემოკრატიას, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებს. თუ ქვეყანა ამ შემთხვევაში არღვევს და უკან იხევს ძირითადი პრინციპების დაცვის კუთხით, რეაქცია იქნება. ფაქტობრივად, რეაქცია იქნება იმ ენით, რაც გულისხმობს ნაკლები ნაკლებისთვის.

ოპოზიციის შემოთავაზება, სიტუაცია როგორ შეიძლება მოგვარდეს, მაჟორიტარული სისტემა, რომელიც ჩაწერილი გახლავთ კონსტიტუციაში, როგორ გახდეს უფრო პროპორციული, ეს შემოთავაზებები შეიძლება იყოს განხილული ორივე მხარის მიერ“ ,- განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა და დასძინა, რომ მმართველი გუნდისგან მიიღეს დაპირება, ისინი საარჩევნო სისტემაზე შეთავაზებების განხილვას სერიოზულად მიუდგებიან.

„ჩვენ მივიღეთ დაპირება მმართველი პარტიის ხელმძღვანელობისგან, რომ ისინი მნიშვნელოვნად, სერიოზულად მოეკიდებიან ამ შემოთავაზებების განხილვას. ჩვენ, ასევე, მივიღეთ დაპირება და არსებობს იმედი, რომ მალე იქნება ამ დიალოგის შედეგი მიღწეული“ ,- განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.
ამასთან, კუბილიუსმა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულთა შესახებაც ისაუბრა.
„რაც შეეხება პოლიტიკური აქტივისტების სამართლებრივ დევნას, რასაკვირველია, ევროპული სტილი არ არის, რომ დავაპატიმროთ ადამიანები, ან სისხლის სამართლებრივი დევნა იყოს დაწყებული მათ მიმართ, მათი პოლიტიკური საქმიანობის გამო. მე არ ვისაუბრებ დეტალებზე, მაგრამ ჩვენ მივიღეთ სია, სულ მცირე ოპოზიციიდან. ფაქტობრივად, ამ შემთხვაში დიალოგს ექნება დიდი დატვირთვა. მივიღეთ დაპირება, რომ ისინი იპოვიან გამოსავალს ამ სიტუაციიდან. რასაკვირველია, ევროპარლამენტის მხრიდან, ევრონესტის დელეგაციის მხრიდან ჩვენ დავაკვირდებით მოვლენებს, ვნახოთ, როგორ განვითარდებამოვლენები“, -განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი