უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

11 იანვარი, 2018 15:45
font-size

მნიშვნელოვანია, გამოძიებამ არსებულ კითხვებს გასცეს პასუხი - ანა ნაცვლიშვილი

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრის ფაქტზე ძირითადი 2 ტიპის კითხვები არსებობს: რა ზომებს მიმართა სახელმწიფომ, რომ ასეთი შედეგი თავიდან აეცილებინა, და რამდენად ეფექტური იყო ეს მოქმედებები.

ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია იმ კონტექსტის გათავლისწინება, რომელშიც ქვეყანა იმყოფება, და ტერორიზმთან დაკავშირებული რისკები.

„ამ საკითხთან დაკავშირებით, უპირველეს ყოვლისა, ვიტყოდი იმას, რომ უდიდესი ტრაგედიაა, როცა 19 წლის ახალგაზრდის სიცოცხლე იკარგება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმეზე ჩატარდეს გამოძიება, რომელიც იქნება ობიექტური და რომელიც საზოგადოებაში არსებულ კითხვებს პასუხს გასცემს.

ორი ძირითადი მიმართულებით არის დაგროვილი ეს კითხვები. ერთი ბუნებრივია, მიემართება იმისკენ, რა ზომები მიიღო სახელმწიფომ, რომ ეს არ დასრულებულიყო ამ შედეგით, რადგან სიცოცხლის უფლება არის ძალიან მაღალი ღირებულება, რომელიც ყველას ავალდებულებს მოქმედებას იმისთვის, რომ ასეთი შედეგები არ დადგეს. ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება, რაზეც საზოგადოება პასუხს ითხოვს, ეს არის სახელმწიფოს მოქმედება ანტიტერორისტული საქმიანობის მიმართულებით და ამ მოქმედების ეფექტურობა. ორივე მიმართულებით, როგორც ადამიანის სიცოცხლის უფლების დაცვის მიმართულებით, ასევე სახელმწიფოს ანტიტერორისტული საქმიანობის მიმართულებით არსებული კითხვები, საჭიროებს პასუხებს. პრეზიდენტი და ჩვენ ყველა ველოდებით ობიექტურ გამოძიებას. ზოგადად, ასევე ვიტყოდით იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის კონტექსტი, რომელშიც ქვეყანა იმყოფება, ის რისკები, რომელიც ტერორიზმის სახით არა მხოლოდ საქართველოს, სამწუხაროდ, მთელ მსოფლიოს აქვს. ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად და ეს პრობლემა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური პრობლემაა კიდევ ერთხელ ჩანს მიმდინარე მოვლენებით და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ არასწორ მოქმედებას, რომელ მოქმედებათა წყებაც უკავშირდება უშიშროების საბჭოს საკითხსა და ახალ კონსტიტუციაში სრულიად სხვაგვარად დარეგულირებას. პრეზიდენტი და ჩვენ ყველა ველოდებით ობიექტურ გამოძიებას, რომელიც როგორც ვიცით, დაწყებულია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ არსებულ კითხვებს გასცეს პასუხი“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი