უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 მაისი, 2018 12:50
font-size

მნიშვნელოვანია, მომხმარებელი არ იყოს მიჩნეული სამართალდამრღვევად და დოზები სამართლიანად განისაზღვროს - გიორგი ბურჯანაძე

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელი არ იყოს მიჩნეული სამართალდამრღვევად და დოზები სამართლიანად განისაზღვროს, - განაცხადა სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ ნარკოპოლიტიკის საკითხის კომენტირებისას.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელი არ იყოს მიჩნეული სამართალდამრღვევად. მომხმარებელი არ არის სამართალდამრღვევი და ის არის ჩვეულებრივად გარკვეული დაავადების მატარებელი პირი. მას სჭირდება სამედიცინო პასუხი და ამას უნდა პასუხობდეს საკანონმდებლო ჩარჩო. ეს არის ამოსავალი წერტილი. ოდენობები დაკავშირებულია ამ საკითხთან. აუცილებელია იმ დღიური დოზების და ოდენობის განსაზღვრა, რომელიც იქნება სამართლიანი“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგეგმილი შეხვედრის გადადებას, ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლის განმარტებით, შეხვედრის გადადება ნაწილობრივ ორივე მხარის მიზეზით მოხდა.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია მიღებული იქნას ის კანონპროექტი, რომელიც პლატფორმის მიერ არის წარდგენილი. ბუნებრივია, მთავარია შედეგი, მაგრამ თუ იმ შინაარსით იქნება მიღებული, რომელიც პლატფორმის მიერ არის ინიცირებული, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვისი სახელი ერქმევა. ბოლო შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა შს სამინისტროში აქციის ორგანიზატორებს და შს სამინისტროს წარმომადგენლებს შორის, საკითხებს შორის ერთ-ერთი მთავარი იყო ნარკოპოლიტიკა. შეხვედრა გაიმართა 16 მაისს, შემდგომ უწევდა 17 მაისი, შემდეგ შს მინისტრის გამოსვლა პარლამენტში. ასევე მეორე მომენტი დაემთხვა - აქციის მონაწილეების მოთხოვნა იყო ჯანდაცვის სამინისტრო ჩაერთოს განხილვაში და ამას დრო სჭირდება. შეიძლება ითქვას, რომ შეხვედრა გადაიდო ორივე მხარის მოთხოვნებიდან გამომდინარე. იმედი გვაქვს, რომ შეხვედრა ჩაინიშნება“, - აღნიშნა ბურჯანაძემ.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი