უკან
უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
- 26.04.2024 17:3328 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი
- 26.04.2024 15:32მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე
- 26.04.2024 15:1930 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე
- 26.04.2024 14:12თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი
- 26.04.2024 12:59საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი
- 26.04.2024 12:54The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში
- 26.04.2024 12:40სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იძულების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამხილა
არქივი
პოლიტიკა
21 ნოემბერი, 2018 16:40
მოძრაობა „არა ნაციზმის“ შეხვედრაზე შვილმოკლული დედები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
გლდანში, მეტრო „ახმეტელის თეატრთან“ მოძრაობა „არა ნაციზმის“ წარმომადგენლები და ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი მოსახლეობას შეხვდა. შეკრებილებს დაურიგეს ფლაერები, რომელზეც, მათი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ჩადენილი დანაშაულებია ჩამოთვლილი.
შეხვედრაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. შეკრებილებთან ერთ-ერთი შვილმოკლული დედა ლამზირა მიქია მივიდა, რომელმაც მეტრეველს „პოლიტიკური გამყიფველი“ უწოდა. საპასუხოდ მეტრეველმა განაცხადა, რომ მიქია ქრთამის აღებაშია ბრალდებული.
მოძრაობის დამფუძნებლის, ია მეტრეველის განცხადებით, მსგავსი შეხვედრების მიზანი მოსახლეობისთვის მიხეილ სააკაშვილის 9-წლიანი რეჟიმის შეხსენებაა. მოძრაობა მოსახლეობას მოუწოდებს, ხმა არ მისცენ „ნაციონალური მოძრაობის“ რჩეულ საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს.