უკან

პოლიტიკა

1 სექტემბერი, 2017 14:15
font-size

მორინ ბეჟამინი: „ისრაელის სახლი“ გვჭირდება აშშ-შიც, ევროპაშიც

ისრაელიდან მოწვეულმა ლექტორმა, ლონდონის ბიზნესისა და ფინანსების უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულმ, მორინ ბენჟამინმა „ისრაელის სახლში“ ქართველი ახალგაზრდებისთვის წაიკითხა ლექცია, თემაზე „ერთი ადამიანის ვალდებულება მეორე ადამიანის მისიაა“.

ახალგაზრდა ლექტორის თქმით, ადამიანის მისიაა, ყოველდღე იფიქროს, რა გააკეთოს სასიკეთო. მან ეს კარგად გაიაზრა მაშინ, როდესაც ლონდონში სწავლობდა და უკვე საზღვარგარეთ მყოფი, პირველად შეხვდა ანტისემიტიზმს, რომელიც პირადად მის და მისი ქვეყნის წინააღმდეგ იყო მიმართული. ყოველდღე ჰქონდა დებატები, რომ არაბი და სხვა ქვეყნებიდან ჩასული თანატოლებისთვის დაემტკიცებიინა ისრაელის სიმართლე.

„ეს იყო ჩემ მიერ ნამდვილი ისრაელის წარმოდგენა, იგივე ჰასბარა. მე მას PR -ისაც ვეძახი. როცა მართალი ხარ, ამის გაკეთება მარტივია. ოპონენტს მხოლოდ ფაქტები უნდა დაუდო. შეიძლება, არაბები ვერ დამერწმუნებინა ჩემს სიმართლეში, სხვები, თუნდაც სამი-ოთხი ადამიანი დებატების შემდეგ მეუბნებოდა, რომ მე მართალი ვიყავი“, - განაცხადა მორინ ბენჟამინმა და ხაზი გაუსვა „ისრაელის სახლის“ კონცეფციას, რომელიც, მისი თქმით, უნიკალურია საზღვარგარეთ ისრაელის წარმოდგენის საკითხში.

„ისრაელის სახლი“ გვჭირდება აშშ-შიც, ევროპაშიც... დღეს მე ვხვდები ქართველ სტუდენტებს, ვუყვები ისრაელის შესახებ. მე ამას ვერ გავაკეთებდი საელჩოს გზით. ამ შეხვედრას არავინ დაგეგმავდა“, - აღნიშნა მორინ ბენჯამინმა და ქართველ სტუდენტებს მიმართა: თქვენ შეგიძლიათ „ისრაელის სახლის“ მოდელი და მისი ხელმძღვანელის, იციკ მოშეს გამოცდილება გამოიყენოთ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს წარმოდგენისთვის.

„რასაც ამბობს იციკ მოშე, შესაძლოა, ეს ვერ გააკეთოს ოფიციალურმა უწყებამ. იციკი საჯაროდ გამოხატავს თავის კრიტიკულ პოზიციას და ეს ძალიან კარგია, რომ საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე. ასეთი მისიის შესრულება თქვენი ქვეყნისთვის თქვენც შეგიძლიათ“, - განაცხადა მორინ ბენჟამინმა.

ლექციაზე საუბარი შეეხო, აგრეთვე, ისრაელში რეპატრირებულ ებრაელთა ისრაელიზაციის პრობლემასაც. მორენ ბენჯამინის თქმით, ის ამაყია, რომ მისი წინაპრები საქართველოში დაიბადნენ, თავად კი ისრაელელია ქართული ფესვებით. სამწუხაროდ, ბევრი ქართველი ებრაელი ამბობს, რომ ქართველია და ცხოვრობს ისრაელში. სწორედ ესაა ის პრობლემა, რომელიც მათ ხელს უშლის ისრაელის საზოგადოებაში ინტეგრაციაში. რაც შეეხება ახალ თაობას, ყველაფერი დამოკიდებულია მათ აღზრდაზე. ჯერ კიდევ ბევრია ისეთი ოჯახები, რომლებიც წარსულით ცხოვრობენ და მათი შვილების ისრაელიზაციის ხარისხიც დაბალია. ასეთებს კი არ შეუძლიათ არც ნამდვილი ისრაელის წარმოდგენა და არც მეგობარ ქვეყნებთან ურთიერთობებზე ზრუნვა.

„საქართველოსი პირველად ვიმყოფები. დღეს ვსტუმრობდი ნაციონალურ მუზეუმს. გავეცანი ძალიან მაღალი დონის ქართულ კულტურას. ისრაელიდან ეს დაუჯერებლად ჩანს, რადგან ისრაელში წარმოდგენილი ქართული კულტურა მდარე ხარიისხისაა. მე დღეიდან ვიქნები თქვენი ელჩი ისრაელში, ყველას მოვუთხრობ თქვენი მაღალი კულტურის შესახებ და ვურჩევ, ჩამოვიდნენ და მოინახულონ საქართველო“ - განაცხადა მორინ ბენჟამინმა.

მორენ ბენჟამინმა სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხა.

ლექცია შეაჯამა ისრაელის სახლის ხელმძღვანელმა იციკ მოშემ, რომლის თქმითაც, „ისრაელის სახლში“’ ასეთი შეხვედრები კვლავ გაგრძელდება, რადგან ქვეყნებს შორის ურთიერთობაში უმნიშვნელოვანესია, ისინი ერთმანეთს კარგად იცნობდნენ. ჰასბარას მიზანის ეს არის - წარმატებულმა ადამიანებმა ღირსეულად წარმოადგინონ საკუთარი ქვეყანა. მორინ ბენჯამინი ერთ-ერთი მათგანია.

ლექციას ესწრებოდნენ, საქართველოს რამდენიმე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები, ებრაული დიასპორის წარმომადგენლები და „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელობა.

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი