უკან

საზოგადოება

27 სექტემბერი, 2016 15:25
font-size

მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორის კონკურსის შედეგები ცნობილია

მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორის პოზიციის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგები უკვე ცნობილია. სპეციალურად შემქნილმა კომისიამ თბილისის მთავრობას თინათინ რუხაძის კანდიდატურა წარუდგინა, რომლის დანიშვნის საკითხსაც მთავრობის წევრები 28 სექტემბრის სხდომაზე განიხილავენ, _ აცნობეს მედიანიუსს მერიიდან.

კონკურსანტებს თბილისის მერის თავმჯდომარეობით შექმნილი კომისია აფასებდა. კომისიის შემადგენლობაში, როგორც მერის მოადგილეები და შესაბამისი სამსახურების უფროსები, ასევე, თბილისის საკრებულოს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იყვნენ.

კონკურსი ა(ა)იპ მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორის შესარჩევად მიმდინარე წლის 15 აგვისტოს გამოცხადდა და ორი ეტაპისგან შედგებოდა. მასში მონაწილეობა 46-მა აპლიკანტმა მიიღო და არსებული კრიტერიუმების შესაბამისად, 8 კონკურსანტი შეირჩა. კონკურსის მეორე ეტაპზე გასული კანდიდატები კომისიამ სხვა კრიტერიუმებთან ერთად, შეაფასა მათ მიერ წარმოდგენილი სასახლის განვითარების კონცეფციების გათვალისწინებით.

ა(ა)იპ მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორის კონკურსი ჩატარდა ღიად და გამჭვირვალედ. მასში მონაწილეობის მიღება შეეძლო ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელიც საკვალიფიკაციო მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა. კონკურსის მთავარი მიზანი სასახლეში სისტემური რეფორმის განხორციელება, სწავლების ხარისხის გაზრდა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, თანამედროვე სტანდარტის, შემეცნებითი, საგანმანათლებლო, ასევე, დასაქმების ბაზარზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამების დანერგვა იყო.

უახლოეს დღეებში, შერჩეული კანდიდატი ა(ა)იპ მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თანაშრომლებს შეხვდება და საკუთარ ხედვებს გააცნობს.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი