უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

15 თებერვალი, 2018 16:25
font-size

მოვუწოდებ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, რომ ნუ გავწირავთ ქვეყნის უდიდეს მიღწევას, რასაც უვიზო მიმოსვლა ჰქვია - თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი გამოეხმაურა ინფორმაციას გერმანიის საზღვრიდან საქართველოს 19 მოქალაქის უკან გამობრუნების შესახებ. უწყების ხელმძღვანელის ვარაუდით, გამობრუნებულმა პირებმა ვერ დაარწმუნეს მესაზღვრეები მათი ვიზიტის კეთილ განზრახვაში.

წულუკიანის თქმით, უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ საქართველოს ზოგიერთი მოქალაქე ამით ბოროტად სარგებლობს, ამიტომ მინისტრმა მოუწოდა მოქალაქეებს, გაუფრთხილდენ ქვეყნის ამ მიღწევას და დაიცვან ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული ყველა წესი.

„სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის არაერთი მოქალაქე არაკეთილსინდისიერად იყენებს იმ უდიდეს მიღწევას, რასაც შენგენის სივრცეში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ჰქვია. შემიძლია, ვივარაუდო, რომ გამობრუნებული პირები სწორედ არიან იმ მიზეზით გამობრუნებული, რომ მათ გერმანელი, თუ სხვა ევროპელი მესაზღვრეები ვერ დაარწმუნეს, რომ კეთილი მიზნებისთვის ცდილობდნენ შენგენის სივრცეში შეღწევას.

შემიძლია, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, რომ ნუ გავწირავთ ქვეყნის უდიდეს მიღწევას, მე ვიტყოდი, ისტორიულ მიღწევას, რასაც ევროპასთან უვიზო რეჟიმი ჰქვია. მოვუფრთხილდეთ, რადგან ასეთი მიღწევები მრავალი თაობის შრომის შედეგია და ჩვენი ქვეყნის ხელის წამოკვრით ნუ მოვეპყრობით ძალიან დიდ წარმატებას. მე ეს ადრეც ვთქვი და ჩემთვის გაუგებარი კრიტიკა დავიმსახურე, რომ რამდენიმე არაკეთილსინდისიერი ადამიანის ქცევამ, შეიძლება მოიტანოს – მეთქი ქვეყნისთვის არასასურველი შედეგი. დღევანდელი ახალი ამბავიც ამას ადასტურებს. მათ შორის გერმანიის ერთ-ერთი ფედერალური ხელისუფლებისადმი მიმართვები, რომ მათ აქვთ იმის აღქმა, საქართველოს მოქალაქეები კარგად არ იქცევიან და შესაბამისად, შეიძლება გარკვეული ზომების მიღებაც მოითხოვონ. ამიტომ, გავფრთხილდეთ და დავიცვათ ის კანონი, რომელი ქვეყნის სივრცეში შეღწევასაც ვცდილობთ“, -თქვა წულუკიანმა.

2 დღის წინ ქუთაისი-მენინგემის ავიარეისის რამდენიმე მგზავრი გერმანიის ტერიტორიაზე არ შეუშვეს. გერმანიაში შესვლაზე ბორტზე მყოფ 19 მგზავრს საბუთებში არსებული პრობლემების გამო უარი უთხრეს.

საკვანძო სიტყვები:

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი