უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

10 დეკემბერი, 2016 13:25
font-size

მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს სამხედრო შენაერთები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან - საქართველოს მეგობარი ქვეყნების განცხადება

ეუთო-ს მინისტერიალზე საქართველოს მეგობარი ქვეყნების მიერ გაკეთდა განცხადება კონფლიქტის თემაზე, რომელიც შევა მინისტერიალის დოკუმენტთა პაკეტში.


დოკუმენტში, საქართველოს მეგობარი ქვეყნები სრულ მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.


„ჩვენ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ჩვენ ხაზს ვუსვამთ საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საჭიროებას გაერო-ს წესდების, ჰელსინკის დასკვნითი აქტისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად.

ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს ევროკავშირის მედიატორობით ხელმოწერილი 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, მათ შორის, გაიყვანოს სამხედრო შენაერთები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, გააუქმოს საქართველოს რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, როგორც მნიშვნელოვან ფორმატს, რომლის ფარგლებშიც ხდება 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგების განხილვა. ხაზს ვუსვამთ დისკუსიების მთავარ საკითხებზე პროგრესის მიღწევის საჭიროებას, მათ შორის, ძალის არგამოყენების, საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში უსაფრთხოების იმ საერთაშორისო მექანიზმების შექმნის შესახებ, რომლებიც მიმართულია ადგილზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების ხელშესაწყობად.

მივესალმებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ეფექტიან საქმიანობას და მის კონტრიბუციას ადგილზე დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად და მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, უზრუნველყოს სადამკვირვებლო მისიის ხელმისაწვდომობა საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში. ჩვენ ასევე მივესალმებით გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მუშაობის აღდგენას და ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებს, რომლებიც ხელს უწყობს ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფას და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირებას.

შეშფოთებულები ვართ, საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მცხოვრები ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ მიმართული დისკრიმინაციით.

ჩვენ ვგმობთ, გადაადგილების თავისუფლების, საცხოვრებელი, საკუთრების, ასევე მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებების უხეშ დარღვევებს და ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ხელოვნური ბარიერების, მათ შორის, მავთულხლართების გავლება უფრო მეტად ამძიმებს ადგილზე არსებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას.

ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, უზრუნველყოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების საერთაშორისო მექანიზმების ხელმისაწვდომობა.

ჩვენ მოვუწოდებთ ეუთო-ს, მეტად ჩაერთოს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში და მხარს ვუჭერთ ნდობის აღდგენის მექანიზმების განხორციელებას კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად და მათი ნდობის აღსადგენად.

ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოებს, მიაღწიონ შეთანხმებას საქართველოში ეუთო-ს სრულფასოვანი მისიის აღსადგენად, განსაკუთრებით, მშვიდობიანი მოსახლეობის სასარგებლოდ. აღნიშნულ მისიას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შეუფერხებლად განახორციელოს მონიტორინგი. მისია მნიშვნელოვნად გააძლიერებს ეუთო-ს ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების საქმიანობაში და ნდობის აღდგენის მექანიზმების განხორციელებაში.

საქართველოს მეგობარი ქვეყნები გამოხატავენ მზაობას, განაგრძონ მუშაობა ეუთო-თან და საქართველოს ხელისუფლებასთან იმისთვის, რომ შეიქმნას ჰუმანიტარული, საგანმანათლებლო, სამედიცინო და სხვა სახის შესაძლებლობები, რაც ხელს შეუწყობს კონტაქტებს“,-ნათქვამია დოკუმენტში, რომლის თარგმანსაც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი