უახლესი ამბები
- 21.10.2025 15:54არც ერთი ჟურნალისტი არ არის დაჭერილი, ეს ორი ადამიანი არის ჩვეულებრივი პარტაქტივი- ირაკლი კობახიძე
- 21.10.2025 15:49თუ ხარ ემიგრანტი, გაუგზავნე გზავნილი საკუთარ თავს და მიიღე პრიზები საქართველოს ბანკის მობილბანკში
- 21.10.2025 15:42პრემიერი რუსთაველის გადაკეტვაზე: მომისმენია პრეტენზიები, რომ კანონი ბოლომდე არ მუშაობს, თუმცა, რეალურად ვხედავთ, რომ კანონი მუშაობს, ვმოქმედებთ ჰუმანურად, მეთოდურად, თუმცა, საბოლოო ჯამში, მიზანი იქნება მიღწეული, უდიდეს უმცირესობას არ მივცემთ საშუალებას, იძალადოს უდიდეს უმრავლესობაზე
- 21.10.2025 15:20იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე
- 21.10.2025 15:17ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე
- 21.10.2025 15:12ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე
არქივი
პოლიტიკა


მრავალი დაპირების მიუხედავად, მთავრობამ ვერ უზრუნველყო დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა - Amnesty International-ი
საერთაშორისო ორგანიზაციის Amnesty International-ის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა, ხოლო ჩადენილი დარღვევებისთვის სამართალდამცველები დაუსჯელები დარჩნენ.
დოკუმენტში მოხვდა ჰიპ-ჰოპ ჯგუფის ბირჟა მაფიისა და დემურ სტურუას თვითმკვლელობის საქმე.
„მიუხედავად მრავალგზის დაპირებებისა, ხელისუფლებამ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა ვერ უზრუნველყო და ადამიანის უფლებების დარღვევებისათვის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა დაუსჯელობა შენარჩუნდა. ივნისში, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ნაცვლად, ხელისუფლება პროკურატურაში ახალი დეპარტამენტის შექმნის წინადადებით გამოვიდა, რომლის მანდატადაც სამართალდამცავთა მიერ სავარაუდოდ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიება დასახელდა.
ივნისში ჰიპჰოპ დუეტის „ბირჟა მაფიის“ ორივე წევრი ნარკოტიკული საშუალებების ფლობის ბრალდებით დააკავეს, რასაც მათი მხარდასაჭერი დემონსტრაციები მოჰყვა. დაკავებული მუსიკოსები აცხადებდნენ, რომ სამართალდამცავებმა მათ ნარკოტიკები პოლიციელის გამშარჟებელი მუსიკალური კლიპის გადაღებისათვის შურისძიების მიზნით ჩაუდეს. მუსიკოსების თქმით, მათ დაკავებას პოლიციის მხრიდან ვიდეოს წაშლის თაობაზე მუქარის შემცველი მოთხოვნები უძღოდა წინ. საპროსტესტო აქციებს „ბირჟა მაფიის“ წევრების წინასწარი პატიმრობიდან გირაოს საფუძველზე გათავისუფლება მოჰყვა.
მუსიკოსების ბრალდების საფუძველზე, პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, რომელიც წლის ბოლოს ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული.
ივნისში ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გაამართლა პოლიციელი, რომელსაც ბრალად უფლებამოსილების გადამეტება და ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანა ედებოდა. საქმე 2016 წლის 8 აგვისტოს დასავლეთ საქართველოს სოფელ დაფნარში მომხდარ 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობას ეხება. პროკურატურის სარჩელი რამდენიმე მტკიცებულებას ეყრდნობოდა: დემურ სტურუას წერილი, სადაც ის თვითმკვლელობამდე მიყვანაში პოლიციის თანამშრომელს ბრალს ღიად დებს; ცხედრის ექსპერტიზის შედეგები, სადაც ძალადობის კვალი დასტურდება; ვიდეომასალა, სადაც ჩანს, თუ როგორ ისვამს პოლიციელი მანქანაში დემურ სტურუას მისი თვითმკვლელობის დღეს; და სატელეფონო ზარების ამონაწერი. საქმეში არსებული მტკიცებულებები გათვალისწინებით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა სასამართლოს გადაწყვეტილება კრიტიკულად შეაფასეს. პროკურატურამ სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა“, - ნათქვამია ანგარიშში.
საკვანძო სიტყვები:
ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:38
კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:20
ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:12

შანტაჟის ენა ბრიუსელის დღის წესრიგად არის ქცეული, ვიმედოვნებ ეს ძალიან მალე დასრულდება - ირაკლი კირცხალია
21 ოქტომბერი, 2025 , 12:05