უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

26 დეკემბერი, 2018 15:20
font-size

მრისხანე პროტესტის შემსწრენი არ გავხდეთ, რაც ადვილი მოსალოდნელია - ნატო ჩხეიძე ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებაზე

პარლამენტარმა ნატო ჩხეიძემ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებასა და ძმები გამსახურდიას შიმშილობაზე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პოლიტიკური ნების არქონის შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივა, რომ გამოძიება 5 წლით გახანგრძლივდეს, შედეგს ვერ გამოიღებს.

„სერიიდან: ის, რაც ვერ ვთქვი

დღეს ოთხშაბათია, განცხადებების დღე, მივედი სამდივნოსთან და ჩავეწერე. სიაში ჩემ წინ ათი დეპუტატი მაინც დავლანდე.

ცოტა ხანში მდივანი მეუბნება: დღეს განცხადებები აღარ იქნება, ახალი რეგლამენტით განცხადებების დღე სამშაბათიაო.

რა გაეწყობა.

აგერ, დავწერ, რაც უნდა მეთქვა:)

ორი კვირაა, პროკურატურის შენობასთან შიმშილობენ ზვიად გამსახურდიას შვილები. ჯერ კიდევ არ ან ვერ მოხერხდა ზვიად გამსახურდიას მკვლელობის ოფიციალური გაფორმება.

მმართველმა გუნდმა მოიღო მოწყალება და 5 წლით გაახანგრძლივა გამოძიების ხანდაზმულობის ვადა, რაც დადებით ქმედებად იქნა შეფასებული საზოგადოების მიერ.

მიუხედავად ამ ვითომ დადებითი აქტისა, გამსახურდიებს შიმშილი არ შეუწყვეტიათ, რადგან, თუ არ იქნება გამოყოფილი სპეციალური პროკურორი, და რაც მთავარია, არ იქნება პოლიტიკური ნება, - ვერც ის სპეციალური პროკურორი გააკეთებს რამეს და ის დამატებული ხუთი წელიც ისევე შემოგვადნება, როგორც 25 წელი გაილია უშედეგოდ.

არადა, საზოგადოებისთვის ყველაფერი დიდი ხანია ნათელია, ყველაფერი უკვე გამოკვლეულ/ დადგენილ/ დადასტურებულია თუნდაც კონსტანტინე გამსახურდიას საგამოძიებო კომისიითაც და თუნდაც როსტომ ჩხეიძის ბიოგრაფიული რომანითაც: „ეკლის გვირგვინი“.

პროკურატურას ისღა დარჩენია, რომ არსებული დასკვნები ოფიციალურად გააფორმოს.

ზვიად გამსახურდია მხოლოდ მისი შვილების მამა არ არის, ის ჩვენი ქვეყნის მამაა, ჩვენი დღევანდელი დამოუკიდებელი სახელმწიფო მისი შექმნილია და ჩვენი დასავლური პოლიტიკური ორიენტაციაც მის მიერ არის განსაზღვრული.

პოლიტიკური ნება ამ რეალობაში ერთადერთი სწორი გამოსავალია, რათა ამ ქვეყნის გულანთებული შვილების, უამრავი ადამიანის შიმშილობის კი არა, მრისხანე პროტესტის შემსწრენი არ გავხდეთ, რაც ადვილი მოსალოდნელია.

არ უნდა განმეორდეს კირიონ მეორის ტრაგიკული ისტორია, როცა 80 წელი დასჭირდა მისი მკვლელობის დადასტურებას, რაც ათეული წლები თვითმკვლელიბად საღდებოდა ყალბი ვერსიის გავრცელების გამო, მერე კი კირიონ მეორე, მოგეხსენებათ, წმინდანადაც შეირაცხა.

კირიონ მეორის მკვლელობის სამართლებრივი შეფასება ცხადია, არ მოხდებოდა ბოლშევიკურ- კომუნისტურ ეპოქაში, და არც მოხდა, რადგან მაშინ არ არსებობდა ამის პოლიტიკური ნება და ამიტომაც გაყალბდა ისტორია, ამიტომაც დაიგვიანა ათეული წლები სიმართლის გამომზიურებამ.

და თუ კვლავ, ახლაც, არ იარსებებს პოლიტიკური ნება, ძალაუნებურად იქმნება საშიშროება, რომ იმ ძველი ეპოქისთვის ნიშანდობლივ განუკითხაობას დაემსგავსება ჩვენი დღევანდელი სახელისუფლო პოლიტიკა,

რაც, ცხადია, სასურველი სულაც არ არის ჩვენი დემოკრატიული წყობისა და ევროსტრუქტურებისკენ მისწრაფების ვითარებაში.

ამიტომ სჯობს, დროულად გამოიჩინონ პოლიტიკური ნება მათ, ვისაც ეს ეგების.

გმადლობთ“, - დაწერა ნატო ჩხეიძემ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი