უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

13 მარტი, 2025 09:09
font-size

მშვიდობის დამყარება ჩვენს რეგიონში და „დიფ სთეითის“ დასუსტება პირდაპირ არის დაკავშირებული ერთმანეთთან, თუ „დიფ სთეითი“ დასუსტდება, მით უმეტეს დამარცხდება, უკეთესად წავა ევროპის საქმეც, ეს ძალიან წაადგება ჩვენს ქვეყანასაც - ირაკლი კობახიძე

მშვიდობის დამყარება ჩვენს რეგიონში და „დიფ სთეითის“ დასუსტება პირდაპირ არის დაკავშირებული ერთმანეთთან; ზუსტად იმდენად, რამდენადაც შეძლებს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია „დიფ სთეითის“ დასუსტებას, იმდენად სწრაფად დამყარდება მშვიდობა ჩვენს რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია ის პროცესები, რომელიც დაიწყო, თუმცა „დიფ სთეითის“ წარმომადგენლები, ამჯერად ევროპაში უხეშად და პირდაპირ ეწინააღმდეგებიან მშვიდობის დამყარებას.

„ერთ-ერთი ევროპელი პრემიერ-მინისტრის განცხადებაც კი მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, რომ მშვიდობა შეიძლება იყოს უფრო საშიშ, ვიდრე ომი უკრაინაში. გასაოცარი ფრაზებია. კონკრეტული ადამიანები ვერ მალავენ იმას, რომ ისინი მომართული არიან ომისკენ და არა მშვიდობისკენ, ეს არის მათი დაკვეთა, მათი დავალება. ძალიან კარგია ის, რომ აშშ-ში ვითარება შეიცვალა, თუმცა მთავარი და პრინციპული არის მაინც „დიფ სთეითის“დამარცხება და ეს იქნება ძალიან რთული ბრძოლა, მათ შორის პრეზიდენტ ტრამპსა და „დიფ სთეითს“ შორის. რამდენადაც შეძლებს პრეზიდენტი ტრამპი „დიფ სთეითის“ დასუსტებას, დამარცხებას, იმდენად გაძლიერდება აშშ, იმდენად გაძლიერდება ევროპა და ევროკავშირიც. ევროკავშირი მნიშვნელოვნად დაასუსტა იმ პროცესებმა, რომლებიც განვითარდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენს კონტინენტზე და მათ შორის 2008 წლიდან. თუ „დიფ სთეითი“დასუსტდება, მით უმეტეს დამარცხდება, ამ შემთხვევაში უკეთესად წავა ევროპის საქმეც, შემოტრიალდება განვითარების მიმართულება უკეთესობისკენ. ეს ძალიან წაადგება ჩვენს ქვეყანასაც და პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარებაზე. ბევრად უფრო დამშვიდდება როგორც რეგიონი ჩვენს გარშემო, ასევე ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საკვანძო სიტყვები:

ევროკავშირში საქართველოსთან მიმართებით იღებენ აბსურდულ გადაწყვეტილებებს, აკეთებენ აბსურდულ განცხადებებს - ირაკლი კობახიძე

12 დეკემბერი, 2025 , 16:08

არაფორმალური გავლენები არის ძალიან აქტუალური ევროკავშირის მასშტაბით, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც პრემიერმა აღნიშნა, სწორედ არაფორმალური გავლენე

„ქართული ოცნება“ არცერთ ეტაპზე არ მალავს, რომ მათი საბოლოო მიზანი არის საქართველოს მოქცევა რუსული გავლენის სფეროში - თაზო დათუნაშვილი

12 დეკემბერი, 2025 , 15:51

 ვლადიმერ პუტინი არის საქართველოს მოქალაქეების მკვლელი და ჩვენი სახელმწიფოებრიობის მთავარი მტერი, მასთან ერთ სივრცეში ჯდომა სამშობლოს ღალატია,– ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა

ტენდენციები ევროკავშირში არის მძიმე, აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია ზუსტად იმავეს იმეორებს, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით მთელი ამ წლების განმავლობაში - ირაკლი კობახიძე

12 დეკემბერი, 2025 , 15:45

ტენდენციები ევროკავშირში არის მძიმე, აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია ზუსტად იმავეს იმეორებს, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით მთელი ამ წლების განმავლობაში და მხოლოდ ახლა გახდა ზოგიერთი სუბიექტისთვის დამაჯერებელი ის, რაზეც ჩვენ ვსაუბ

თურქმენეთში რუსეთის პრეზიდენტის ყოფნა იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ვისაუბროთ მშვიდობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო სამართლის მნიშვნელობაზე - შალვა პაპუაშვილი

12 დეკემბერი, 2025 , 13:09

ვინც პატივს სცემს ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებს, მათ ვესაუბრებით. რუსეთის მხრიდან ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების მიმართ პატივისცემა გულისხმობს ოკუპაციის დასრულებას. ოკუპაცია არ არის დასრულებული, შესაბამისად არ

საქართველო აქტიური ხელშემწყობია რეგიონული თანამშრომლობის, რომელიც აშენებს ფიზიკურ და დიპლომატიურ ხიდებს, შუა დერეფანი ამ ხედვის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს - ირაკლი კობახიძე

12 დეკემბერი, 2025 , 13:02

 გლობალური ეკონომიკური და გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო თავის წარმატებულ გამოცდილებას წარმოადგენს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკ

სტრასბურგის გადაწყვეტილება არის დასტური, რომ გახარიას წინააღმდეგ საქმე არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური შურისძიება - გიგა ფარულავა

12 დეკემბერი, 2025 , 12:53

სტრასბურგის გადაწყვეტილება არის დასტური, რომ გახარიას წინააღმდეგ საქმე არის პოლიტიკური შურისძიება, მივმართავთ 20 ივნისის ნამდვილ შემოქმედებს, ვერ გაექცევით პასუხისმგებლობას, – ამის შესახებ პარტიის „გახარ