უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

14 ოქტომბერი, 2020 11:00
font-size

მსოფლიო ბანკმა განვითარებადი ქვეყნებისთვის კორონავირუსის ვაქცინისა და ტესტების შეძენისთვის 12 მილიარდი დოლარის პაკეტი დაამტკიცა

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელმა საბჭომ დაამტკიცა 12 მილიარდი დოლარის პაკეტი, რომელიც განვითარებადი ქვეყნებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინისა და ტესტების შეძენასა და ინფიცირებულების მკურნალობას მოხმარდება. შესაბამისი ინფორმაცია მსოფლიო ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა ერთი მილიარდი ადამიანის ვაქცინაციის ხელშეწყობას ითვალისწინებს. ეს არის მსოფლიო ბანკის 160 მილიარდი დოლარის ოდენობის პაკეტის ნაწილი, რომელიც 2021 წლის ივნისამდე „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლაში განვითარებადი ქვეყნების დასახმარებლად არის გათვალისწინებული. აღნიშნული პროგრამა მსოფლიოს 111 ქვეყანას მოიცავს.

„ჩვენ ვაფართოებთ დაჩქარებულ მიდგომას „კოვიდ-19“-ით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების კუთხით, რათა განვითარებად ქვეყნებს ვაქცინაზე სამართლიანი და თანაბარი წვდომა ჰქონდეთ. უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინისადმი წვდომა არის საკვანძო პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – განაცხადა მსოფლიო ბანკის ჯგუფის პრეზიდენტმა, დევიდ მალპასმა.

გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს სააპელაციო პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს

11 აპრილი, 2024 , 13:17

მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უმაღლესი სტრუქტურული ერთეულის - ბოლო ინსტანციის, სააპელაციო პალატის პრეზიდენტად აირჩიეს. აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზ

დათვლილია ბიულეტენების 98.02% - ვლადიმერ პუტინი 87.34%-ით ლიდერობს - რუსეთის ცესკო

18 მარტი, 2024 , 09:10

რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87.34%-ით მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 98.02%, - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. რაც შეეხება დ

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

15 მარტი, 2024 , 08:37

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულად

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა

13 მარტი, 2024 , 13:59

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს რუსეთთან და ჩვენთან - ალექსანდრ ლუკაშენკო

26 თებერვალი, 2024 , 13:22

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რუსეთთან და ბელარუსთან "ნორმალური ურთიერთობები“ აქვს.  „მადლობა ღმერთს, (საქართველო) ნორმალურ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

24 თებერვალი, 2024 , 12:55

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში მიმდინარე ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „კიევში უკრაინასთან რუსეთის ომის მეორე წლისთავთან დაკავშ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი