უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

5 ნოემბერი, 2021 12:23
font-size

მსოფლიოში საკვების ფასებმა ბოლო ათწლეულის მაქსიმუმს მიაღწია

გაერო-ს საკვების და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს მსოფლიოში საკვების ფასები 30 პროცენტით გაიზარდა, განსაკუთრებით აღსანიშნავი კი მარცვლეულის და მცენარეული ზეთების გაძვირებაა.

მცენარეული ზეთის ფასებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია მას შემდეგ, რაც ოქტომბერში თითქმის ათი პროცენტით გაიზარდა.

გაერო-ს ცნობით, მიწოდების შეფერხებები, საქონლის მაღალი ფასები, ქარხნების დახურვა და პოლიტიკური დაძაბულობა ხელს უწყობს ფასების ზრდას. მარცვლეულის ფასები წინა წელთან შედარებით 22 პროცენტით არის გაზრდილი.

ხორბლის ფასმა ერთ-ერთი მთავარი წვლილი შეიტანა ამ ზრდაში, თითქმის 40 პროცენტით გაიზარდა ბოლო 12 თვეში მას შემდეგ, რაც ძირითად ექსპორტიორებს, როგორიცაა კანადა, რუსეთი და აშშ – ცუდი მოსავალი ჰქონდათ.

ანგარიშის მიხედვით, მუშახელის დეფიციტი ხელს უწყობს საკვების წარმოებისა და ტრანსპორტირების ხარჯების გაზრდას. მიწოდების შეფერხებები ასევე ზრდის რძის ფასებს, რძის პროდუქტების ღირებულება გასულ წელთან შედარებით თითქმის 16%-ით გაიზარდა.

გაერო-ში აცხადებენ, რომ სურსათზე ფასების ზრდას, როგორც წესი, ყველაზე მწვავედ გრძნობენ ღარიბები, რადგან დაუცველი ჯგუფები კიდევ უფრო ღარიბდებიან და რომ ამან შეიძლება გაზარდოს სოციალური და პოლიტიკური დაძაბულობა.

გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს სააპელაციო პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს

11 აპრილი, 2024 , 13:17

მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უმაღლესი სტრუქტურული ერთეულის - ბოლო ინსტანციის, სააპელაციო პალატის პრეზიდენტად აირჩიეს. აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზ

დათვლილია ბიულეტენების 98.02% - ვლადიმერ პუტინი 87.34%-ით ლიდერობს - რუსეთის ცესკო

18 მარტი, 2024 , 09:10

რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87.34%-ით მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 98.02%, - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. რაც შეეხება დ

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

15 მარტი, 2024 , 08:37

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულად

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა

13 მარტი, 2024 , 13:59

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს რუსეთთან და ჩვენთან - ალექსანდრ ლუკაშენკო

26 თებერვალი, 2024 , 13:22

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რუსეთთან და ბელარუსთან "ნორმალური ურთიერთობები“ აქვს.  „მადლობა ღმერთს, (საქართველო) ნორმალურ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

24 თებერვალი, 2024 , 12:55

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში მიმდინარე ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „კიევში უკრაინასთან რუსეთის ომის მეორე წლისთავთან დაკავშ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი