უკან

საზოგადოება

18 იანვარი, 2017 17:55
font-size

მტაცებელი ცხოველების მონადირებაზე შესაძლოა სანქციები აღარ გავრცელდეს

მტაცებელი ცხოველების მონადირებაზე შესაძლოა “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ გათვალისწინებული სანქციები აღარ გავრცელდეს.

აღნიშნულს მოქალაქე გიორგი ლაბაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ითვალისიწნებს, რომლის შესახებაც დღეს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ინიციატივა მომრავლებულ მტაცებელ ცხოველებთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარების მიზნით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანას გულისხმობს.

როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზაზა ხუციშვილმა აღნიშნა, პრობლემა რომ საყოველთაოა, ამას ბოლო დროის მონაცემებით, საქართველოში მტაცებელი ცხოველების მომრავლება და მოქალაქეებსა და შინაურ ცხოველებზე მათი მხრიდან თავდასხმების გახშირებული ფაქტებიც მეტყველებს. მგლების რაოდენობის ზრდას, 1995 წლიდან მათზე ნადირობის აკრძალვამაც შეუწყო ხელი. მისი თქმით, გარკვეული მცდელობების მიუხედავად, დღემდე ვერ მოხერხდა ისეთი რეგულაციების დაწესება, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებდა. ზაზა ხუციშვილმა შეკრებილთ ევროპის ქვეყნებში არსებული მდგომარეობის და იქ დანერგილი პრაქტიკის შესახებ ინფორმაცია გააცნო და იმედი გამოთქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში მათი გამოყენება ჩვენთანაც გახდება შესაძლებელი.

პარლამენტის ინფორმაციით, მტაცებელი ცხოველების პრობლემას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროშიც აღიარებენ და მიიჩნევენ, რომ პრობლემას სისტემურად უნდა მიუდგნენ.

როგორც სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსმა კარლო ამირგულაშვილმა განაცხადა, დღეს, ფაქტობრივად, ადგილი აქვს სეზონური პრობლემის ლოკალურად მოგვარებას, რითაც საკითხის მთლიანობაში გადაწყვეტა ვერ ხერხდება და საჭიროა საკითხისადმი კომპლექსური მიდგომა. მისი ინფორმაციით, მგლების თავდასხმის თაობაზე თითქმის ყველა მუნიციპალიტეტიდან ყოველ კვირას იღებენ წერილს და მგლების ამოღებაზე ნებართვებსაც გასცემენ, მაგრამ ეს დროში ერთობ გაჭიანურებული პროცესია და საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება.

მისივე თქმით, არის სხვა სერიოზული პრობლემებიც, რის გამო გახშირებულია მგლების თავდასხმებიც. მათ შორის, უშუალოდ სოფლის სიახლოვეს გაჩენილი ნაგავსაყრელები, ხშირ შემთხვევაში საძოვარზე უპატრონოდ გაშვებული პირუტყვი, სათანადოდ დაუცავი სადგომები. პრობლემის მოგვარებას ხელს პროფესიონალ მონადირეთა კადრების უქონლობაც უშლის ხელს. სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ასევე ჩასატარებელია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების კამპანიაც.

კომიტეტის სხდომაზე შეთანხმდნენ, რომ პარლამენტი და სამინისტრო კანონმდებლობაში ამსახველი პრობლემების დარეგულირების გზებზე შეჯერდებიან.

2 მაისიდან 6 მაისამდე საქართველოში ამინდი გაუარესდება

1 მაისი, 2024 , 15:18

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია ამინდის გაუარესება. სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექ

პარლამენტთან დღევანდელი აქცია 17:00 საათზეა დაგეგმილი

1 მაისი, 2024 , 15:07

პარლამენტთან დღეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია კვლავ გაიმართება. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, საპროტესტო აქცია 17:00 საათზე, საკანონმდებლო ორგანოს უკანა შ

ეროვნული ბანკი უქმე დღეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

1 მაისი, 2024 , 13:01

სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, 7, 8 და 10 მაისს, ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს ეროვნული ბანკის საგადახდო და ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემები. ნაღდი ფულის ოპერაციები და მონეტარული ინსტრუმენტები კომერციული ბანკები

5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ

1 მაისი, 2024 , 12:51

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ. სადღესასწაულოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებულ სიახლეებზე ინფორმაცია საზოგადოებას თ

აქციის დროს დაშავებულ 11 პირს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია - ჯანდაცვის სამინისტრო

1 მაისი, 2024 , 12:13

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დროს დაშავებულ 11 პირს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია. მათივე ცნობით, მათ შორის იყო ექვსი სამართალდამცველი, ასევე სამო

თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მინდა, გადავუხადო მადლობა წესრიგის აღდგენისთვის, ძალადობის აღმოფხვრისა და არეულობის მცდელობის აღკვეთისთვის - კახა კალაძე

1 მაისი, 2024 , 11:45

მინდა, პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს გამოვეხმაურო, იცით, რომ ამ ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია უმაღლეს დონეზე და ნებისმიერ ადამიანს, რაც არ უნდა განსხვავებული მოსაზრება ჰქონდეს, აქვს შესაძლებლო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი