უახლესი ამბები
- 19.01.2021 14:40მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს - სერგო ჩიხლაძე
- 19.01.2021 14:40ფორმალური განათლების ფარგლებში მიღებული სწავლის შედეგების აღიარების წესი დამტკიცდა
- 19.01.2021 12:10პოლიციამ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 822 ფაქტი გამოავლინა
- 19.01.2021 12:10გარდაბნის მუნიციპალიტეტში დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა
- 19.01.2021 12:10ფოთში მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი დააკავა
- 19.01.2021 12:10პოლიციამ „TV პირველის“ ოპერატორების მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
- 19.01.2021 11:43გიორგი გახარია სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, სებასტიან მოლინეუსს შეხვდა
- 19.01.2021 11:19საქართველოში კორონავირუსის 1 550 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 494 პაციენტი
- 19.01.2021 10:46დღის კალენდარი _ 19 იანვარი
არქივი
საზოგადოება


მთაწმინდაზე ხანძარი ლიკვიდერებულია - დამწვარია 2 ჰექტრამდე მიწის ფართობი
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილის დავით გელაშვილის განცხადებით, მთაწმინდის ფერდობზე ხანძარი სრულადაა ლიკვიდირებული. დამწვარია 2 ჰექტრამდე მიწის ფართობი.
ხანძრის ზონაში მეხანძრეები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.
„მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე რჩებოდა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დანაყოფები, კერძოდ 5 ერთეული სახანძრო ტექნიკა, 30-მდე მეხანძრე მაშველი, რომლებიც პრევენციის მიზნით ატარებდნენ ღონისძიებებს, რომლებიც მიმართული იყო დარჩენილი კერების დასაქრობად. ამ მომენტისთვის, აბსოლუტურად არც ერთი კერა არ არსებობს ხანძრის ზონაში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხანძარი სრულადაა ლიკვიდირებული“, - განაცხადა დავით გელაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ხანძარი გუშინ ღამით ვერის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო და ზემოთ გავრცელდა.
„არის ძალიან რთული რელიეფური პირობები, იყო ცუდი მეტეოროლოგიური პირობებიც - მხედველობაში მაქვს ძლიერი ქარი. იქმნებოდა საშიშროება, რომ ხანძარი გავრცელებულიყო პარკის ტერიტორიაზე, ასევე მოსახლეობაში, მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მეხანძრეების მყისიერმა ჩარევამ, მათმა პროფესიონალიზმმა განაპირობა ის, რომ მივიღეთ მინიმალურ ფართობზე გავრცელება და უმოკლეს დროში ხანძრის ლიკვიდაცია. ხანძრის გაჩენის მიზეზს ვერ მოგახსენებთ, მიზეზს და ზარალს შესაბამისი ორგანოები დაადგენენ“, - განაცხადა დავით გელაშვილმა.
ხანძართან დაკავშირებით, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.
საკვანძო სიტყვები:

ფორმალური განათლების ფარგლებში მიღებული სწავლის შედეგების აღიარების წესი დამტკიცდა
19 იანვარი, 2021 , 14:40

საქართველოში კორონავირუსის 1 550 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 494 პაციენტი
19 იანვარი, 2021 , 11:19

მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს
19 იანვარი, 2021 , 10:20
„პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ პარტიულ საქმიანობას კანონის სრული დაცვით აგრძელებს”
18 იანვარი, 2021 , 21:40

პირველი თებერვლიდან კლინიკები მულტიპროფილური სერვისების მიწოდებას დაუბრუნდებიან
18 იანვარი, 2021 , 17:45

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2994 ლარი გახდა
18 იანვარი, 2021 , 17:15