უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
არქივი
პოლიტიკა
მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ ცვლილებებს პარლამენტი მიმდინარე კვირაში დაამტკიცებს
მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით მიმდინარე კვირაში პარლამენტში საკომიტეტო და რიგგარეშე სხდომები გაიმართება.
საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით 4 ივლისის პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ, რის შემდეგაც, მეორე მოსმენით, მუხლობრივი განხილვა საკომიტეტო ფორმატში გაგრძელდება.
ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და მესამე მოსმენით მიმდინარე კვირის ბოლომდე დაამტკიცებს, რის შემდეგაც საკანონმდებლო ორგანო ცვლილებათა პაკეტს ხელის მოსაწერად პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს გადაუგზავნის.
ინიციატივის თანახმად, 14 მინისტრთა კაბინეტიდან ათი სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი რჩება. აღმასრულებელ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მცირე მთავრობის კონცეფცია მოქალაქეთა კეთილდღეობის გაუმჯობესებას ემსახურება.
ცვლილებების თანახმად, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება. უქმდება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, რომლის ფუნქციებიც იუსტიციის სამინისტროს გადაეცემა. აღარ იარსებებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროც. ამ უწყების უფლებამოვალეობები ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს გადაუნაწილდებათ. სამთავრობო სტრუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფუნქციები სივრცითი განვითარების მიმართულებით ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეცემა.