საზოგადოება


მთელი ქვეყნის მასშტაბით კეთდება უფასო სკრინინგული კვლევები და მოვუწოდებ ყველას, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა - დავით სერგეენკო
თბილისში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო მრჩველთა ჯგუფის შეხვედრა იმართება.
მონაწილეები საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის არსებულ მდგომარეობას, პროგრამის შედეგებს, მთავარ მიღწევებს და ასევე არსებულ გამოწვევებს განიხილავენ.
საერთაშორისო მრჩველთა ჯგუფი ჩატარებულ სამუშაოებს შეაფასებს და ელიმინაციის მომდევნო ფაზებზე რეკომენდაციებს შეიმუშავებს.
შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრმა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ გახსნეს.
"ეს პროექტი საყოველთაო შეფასებითაა აღიარებული მსოფლიოში ერთ-ერთ ლიდერ პროგრამად ამ დაავადებასთან ბრძოლის კუთხით. მას აქვს განსაკუთრებული მიღწევა, 40 000-ზე მეტი ადამიანიდან, თითქმის მესამედმა, ვისაც სჭირდებოდა მკურნალობა, უკვე გაიარა ეს კურსი, თუმცა კიდევ არის გამოწვევები. აქამდე მკურნალობას გადიოდნენ ის ადამიანები, ვინც იცოდა ამ დაავადების შესახებ და აქტიურად ცდილობდა პროექტში ჩართვას. თუმცა უმეტესობამ არ იცის ამ დაავადების შესახებ. მთელი ქვეყნის მასშტაბით კეთდება უფასო სკრინინგული კვლევები და მოვუწოდებ ყველას, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა,"-განაცხადა დავით სეგეენკომ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
პარლამენტის შენობასთან უკვე ცამეტი კარავია გაშლილი
27 თებერვალი, 2021 , 15:24

მიმდინარე კვირაში საქართველოში ვირუსი მოსწავლეთა 0.03%-ს და სკოლის თანამშრომელთა 0,1%-ს გამოუვლინდა
27 თებერვალი, 2021 , 15:19

„ბრისტოლიდან ბეიჯინამდე“ – 26 წლის ველოსიპედისტის საქველმოქმედო მოგზაურობა საქართელოში დაიწყო
27 თებერვალი, 2021 , 14:34

ყოველიღამე წინაზე საშინელია, ყოველი დღე წინაზე მძიმე - თინა ხიდაშელი
27 თებერვალი, 2021 , 14:29
თბილისში დევნილი ოჯახებისთვის ბინების განაწილების მიზნით კომისიამ მუშაობა დაიწყო
27 თებერვალი, 2021 , 14:19

იანვარში ინფლაციის შემცირებაზე მთავრობის მიერ კომუნალური გადასახადების სუბსიდირებამ კვლავ მნიშვნელოვნად იმოქმედა - ეროვნული ბანკი
27 თებერვალი, 2021 , 12:00