უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
- 26.04.2024 17:3328 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი
- 26.04.2024 15:32მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე
- 26.04.2024 15:1930 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე
არქივი
პოლიტიკა
მთელი სამთავრობო მანქანა მომართულია იმისთვის, რომ გაამართლონ ლევან ყიფიანი - ნატო ჩხეიძე
„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლისა და პარლამენტარ ნატო ჩხეიძის მტკიცებით, სამთავრობო მანქანა მომართულია სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის გასამართლებლად. ამის შესახებ მან საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც ჩვენებას მისცემს.
„მთელი სამთავრობო მანქანა მომართულია იმისთვის, რომ გაამართლონ ლევან ყიფიანი. ეს არც იყო გასაკვირი. ამიტომაც იყო, რომ არ ვენდობოდით საქართველოს პროკურატურას და მასთან დაკავშირებულ სტრუქტურებს. ისინი იმუშავებენ თავიანთი პროფესიონალიზმისა და მორჩილების შესაბამისად. გავა ხანი, არც თუ ისე დიდი დრო და ლონდონის სასამართლო გადაწყვეტილებით გამოჩნდება ის თუ რა ჩრდილოვანი მმართველობაა საქართველოში“,- აღნიშნა ჩხეიძემ.
დეპუტატის თქმით, ზაზა ოქუაშვილი მზადაა გამოძიებასთან ითანამშრომლოს.
„ ზაზა ოქუაშვილი ამბობს, რომ ის მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან საქართველოს კანონებით განსაზღვრული პროცედურებით. პროკურატურისთვის საჭიროა მისი თანამშრომლობა და ის ამისთვის მზად არის“,- განაცხადა ჩხეიძემ.
შეგახსენებთ, მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნის შედეგად, „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებულ საკითხზე გავრცელებული ჩანაწერები ავთენტური არ არის და დამზადებულია მონტაჟის გზით.