უკან

პოლიტიკა

10 მარტი, 2018 14:10
font-size

მულტფილმის გმირი გახდა ჩვენი პრემიერ-მინისტრი, იმდენად აცდენილია რეალობას - გია ხუხაშვილი

ექსპერტ გია ხუხაშვილის შეფასებით, რუსეთისადმი პრემიერის მიმართვა არის „ბრიყვული განცხადება, რომელიც არაფრის მომტანი არ არის“.

ხუხაშვილის თქმით, არაადეკვატურია მოსკოვისთვის აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობის მოგვარების თხოვნა მაშინ, როცა არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებულ რეზოლუციაში რუსეთი ოკუპანტადაა მოხსენიებული.

„ერთ დღეს, როდესაც იხილავ რეზოლუციის საკითხს და როდესაც მთელი შენი კონცეფცია აგებულია იმაზე, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ჩვენი პრობლემები არის რუსეთიდან გამომდინარე და ახლა, შენ, ერთ დღეს აღმოაჩინე რაღაც და რუსეთის ხელისუფლებას ეუბნები, რომ მოდი, დამეხმარე ახლა აფხაზებთან ლაპარაკში, ეს ხომ არაადეკვატურია?! გუშინ იღებდნენ რეზოლუციას და იქ ლამის სანქციებზე იყო ლაპარაკი და დღეს აცხადებს, რომ მოდი, რა, ბიძია, შენ ხომ კარგი ბიძია ხარ და ნუ დამჩაგრავ, რა, მოდი, ერთად, რაღაცნაირად, ჩემი პრობლემები გადავწყვიტოთ. პრემიერის ეს განცხადება არის ბრიყვული განცხადება, რომელიც არაფრის მომტანი არ არის და უბრალოდ სასაცილო მდგომარეობაში იგდებს თავს. კარგ შემთხვევაში რუსეთი იტყვის, რომ იცი, რა?! წადი, ოსებს ელაპარაკე, მე რატომ მელაპარაკები, რა შუაში ვარ და ცუდ შემთხვევაში, იტყვის: „მოდი ბიჭი აქ?! ლაპარაკი გინდა?! მოდი ვილაპარაკოთ, დამიჯექი“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ხუხაშვილმა გიორგი კვირიკაშვილი საბჭოთა მულტფილმის გმირს, კატა ლეოპოლდს შეადარა და განმარტა, რომ პრემიერი აცდენილია რეალობას.

„ზოგადად, ეს არის მიამიტი გაგება პოლიტიკის, რაც ზოგადად დამახასიათებელია პრემიერ-მინისტრისთვის. რუსეთისთვის ასეთი მიმართვა ძალიან სასაცილოდ გამოიყურება, როგორც მინიმუმ და მიამიტი ბავშვი რომ აღმოაჩენს, რომ რაღაც პრობლემაა და ძალიან ბოროტ ბიძიას რომ ეტყვის: „იცი რა?! მოდი, კარგად ვიცხოვროთ". მე ის შევადარე კიდეც კატა ლეოპოლდს, ასეთი რუსული მულტფილმია, სადაც ის ამბობს „ბიჭებო, მოდი ვიმეგობროთ“. დაახლოებით ასე მოიქცა კვირიკაშვილი. ადრე უფრო ბრეჟნევს ვამსგავსებდი, მაგრამ ბრეჟნევი პოლიტიკოსი მაინც იყო და რაღაცას აკეთებდა და ეს ჩამოყალიბდა კატა ლეოპოლდად. რეალური ცხოვრების გმირიც არ არის ხომ უკვე?! მულტფილმის გმირი გახდა ჩვენი პრემიერ-მინისტრი, იმდენად აცდენილია რეალობას", - განაცხადა ექსპერტმა.

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი