უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

14 დეკემბერი, 2018 13:00
font-size

„მზად ვართ, გადავიხადოთ ბიუჯეტში ერთი თვის წინმსწრებით 1,5 მილიონი ლარი“ – „ომეგას“ საგანგებო მიმართვა საქართველოს მთავრობას

„ომეგა ჯგუფში“ შემავალი სიგარეტის ფაბრიკა „ოჯთ“-ს მენეჯმენტი ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს, მის მოადგილე მიხეილ დუნდუას, ასევე, შემოსავლების სამსახურის უფროსს, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ელჩ ჯასთინ მაკკენზი სმიტს, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ბიზნესომბუდსმენ ირაკლი ლექვინაძეს და იურიდიული ფირმა „ფილდფიშერის“ პარტნიორ კოლინ გიბსონს საგანგებო წერილით მიმართავს, რომელშიც აღნიშნულია, რომ მიმართვა დაწერილია „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლისა და მფლობელის, ზაზა ოქუაშვილის სპეციალური მითითებით.

მიმართვაში „ოჯთ“-ს ხელმძღვანელობა, პირველ რიგში, მადლიერებას გამოხატავს ჯგუფის 1500 თანამშრომლის სახელით, რომ 2018 წლის 26 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობამ სიგარეტის ფაბრიკისთვის აქციზური მარკების გაცემის გადაწყვეტილება მიიღო, რამაც ფაბრიკას მუშაობის დაუყოვნებლივ განახლების საშუალება მისცა.

„აღნიშნულ გადაწყვეტილებას მოჰყვა 26 ოქტომბრის საღამოს, 9 საათის შეხვედრაზე განხორციელებული შეთანხმება, რომლის პირობებიც მთავრობამ შესთავაზა „ომეგას“ და რომელზეც „ომეგას“

დირექტორები დასთანხმდნენ. ბრიტანეთის ელჩიც სრულად ინფორმირებული იყო.

პირობა მდგომარეობდა იმაში, რომ ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების გადახდა უნდა გადავადებულიყო ორი წლით (კანონის შესაბამისად) და შემდეგ გადახდა უნდა მომხდარიყო ყოველკვარტალურად მომდევნო სამი წლის განმავლობაში. მთავრობის შემოთავაზებაიყო 42 მილიონი ლარის (30 მილიონი ლარი ძირი და 12 მილიონი ლარი საურავი) ოდენობის გადასახადის და საურავის ჩამოწერა; ამასთან, 11 მილიონი ლარიდან გადახდილი 1 მილიონი ლარის გათვალისწინებით - დარჩენილი 10 მილიონი ლარი ექვემდებარებოდა გრაფიკის მიხედვით გადახდას.

გათვალისწინებული იყო ის ზარალი, რომელიც „ომეგამ“ განიცადა დემპინგის გამო, რაც საგანგებოდ იქნა დადასტურებული ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ საჯარო ინტერვიუში.

სამწუხაროდ, მიზეზის გამო, რომელიც ჩვენთვის გაუგებარია, ამ შეთანხმებას, მიუხედავად იმისა, რომ მოგაწოდეთ 29 ოქტომბერს შესაბამისი წერილობითი ფორმით თქვენი მითითების შესაბამისად, მთავრობის მიერ დღემდე ხელი არ მოეწერა. უფრო მეტიც, აქციზური მარკების გაცემა, რომელიც საკმარისი იყო მხოლოდ ორი კვირის წარმოებისთვის, შემდგომში შეწყდა. ამგვარი შეჩერება განხორციელდა უკვე მეხუთედ ბოლო ორი წლის განმავლობაში. მთლიანობაში, შეჩერებების პერიოდი დღეის მდგომარეობის გათვალისწინებით, აღემატება 11 თვეს, რომლის განმავლობაშიც ფაბრიკის ოპერირება პარალიზებულია. მაშინაც კი, როცა შემოსავლების სამსახურმა ოფიციალურად დაადასტურა მოწოდება, აქციზური მარკების მბეჭდავმა კომპანიამ „სიქპამ“ გვითხრა, რომ მათ შემოსავლების სამსახურმა რეალურად ნება არ დართო მოეწოდებინათ ჩვენთვის აქციზური მარკები.

ამავე დროს, 26 ოქტომბრის შეთანხმების შემდეგ ოჯთ-მ შეიძინა 5,5 მილიონი ლარის მასალა უწყვეტი წარმოებისათვის და დამატებით უკვე ჰქონდა 7 მილიონი ლარის მარაგი. მასალას აქვს შეზღუდული შენახვის ვადა. აქციზური მარკების მოწოდების განუახლებლობის შემთხვევაში, ეს მარაგი, რომლის მთლიანი ღირებულება შეადგენს 12.5 მილიონ ლარს, დგება ზარალის რისკის ქვეშ.

„ომეგამ“ კეთილსინდისიერად შეასრულა მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებები, რაც ოქტომბრის თვეში შეადგენდა 550,000 ლარს. აღნიშნული ვალდებულება 15 ნოემბერს იყო გადასახდელი. ჩვენ იგი გადავიხადეთ წინმსწრებით, 8 ნოემბერს.

„ომეგას“ მუშაობის შეჩერებისა და დროებით ჩვენი ბაზრის წილის დაკარგვის მიუხედავად, ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება. მარკების რეგულარული მოწოდების შემთხვევაში, ჩვენ მოველით, გაყიდვებიდან გამომდინარე, გავაკეთოთ საბიუჯეტო შენატანი დაახლოებით 5 მილიონი ლარის ოდენობით ყოველთვიურად, დაახლოებით, 60 მილიონი ლარი წელიწადში.

ამის მისაღწევად, თქვენთვის ნათელია, რომ ჩვენ აქედანვე გვჭირდება უწყვეტი და განგრძობითი მომარაგება მარკებით და აგრეთვე საგადასახადო შეთანხმების ფორმალიზება, აუცილებლობის შემთხვევაში, სათანადო განახლებით.

ჩვენი მხრიდან, მზად ვართ, გადავიხადოთ ბიუჯეტში ერთი თვის წინმსწრებით 1,5 მილიონი ლარი, რომელიც წარმოადგენს 26 ოქტომბერს მიღებული 2,160,000 აქციზური მარკით ნაწარმოები პროდუქციის გაყიდვის შემთხვევაში სამომავლოდ გადასახდელ თანხას.

ზემოაღნიშნულის საფუძველზე, ჩვენ მოუთმენლად ველით დავუბრუნდეთ პროდუქციის წარმოების სტაბილურობას და ეროვნულ ბიუჯეტში რეგულარულად მნიშვნელოვანი თანხების გადახდას, როგორც წარსულში. ჩვენ ამას განვიხილავთ, როგორც სარგებელს ეკონომიკისათვის, ჩვენი თანამშრომლებისთვის, ასევე ქვეყანაში ბიზნესის უფრო ფართე ნდობისა და ინვესტიციებისთვის,“ - ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს შპს. „ოჯთ“-ის დირექტორი ნიკოლოზ ასანიძე აწერს.

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა ხუთი პროცენტით შემცირდა - საქსტატი

13 მარტი, 2024 , 13:09

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 941.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის

2023 წელს, წინა წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 24 პროცენტით შემცირდა - საქსტატი

11 მარტი, 2024 , 12:03

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წელს 1 594.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 24.0 პროცენტით ნაკლებია 2022 წლის დაზუსტებულ მ

შუა დერეფანი სრულად თუ განვითარდება, არსებობს ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალი - როლანდ პრაისი

27 თებერვალი, 2024 , 12:41

შუა დერეფანი სრულად თუ განვითარდება, არსებობს ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალი, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, როლანდ პრაისმა შუა დერეფნის პოტენციალის ათვისები

ეკონომიკის ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო - პროექტის მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“

21 თებერვალი, 2024 , 12:57

საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის (GELi) ორგანიზებით და „საქართველოს ბანკის“ მხარდამჭერით, ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის რიგით მეორე ოლიმპიადა გაიმართება. „საქართველოს ბანკი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი