უკან

პოლიტიკა

13 დეკემბერი, 2019 18:00
font-size

მზად ვართ, ყოველდღიურად ვიმუშაოთ, რომ საქართველო-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენი მოქალაქეებისთვის კონკრეტული შედეგის მომტანი იყოს - გიორგი გახარია

ჩვენი თანამშრომლობა, დაფუძნებული ეკონომიკაზე, სტრატეგიულ პარტნიორობაზე, უსაფრთხოებაზე, ძირითად მიზნად ისახავს ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას და ასევე იმას, რომ ჩვენი ქვეყნები დარჩნენ ევროპული სივრცის ნაწილად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უკრანის პრემიერ-მინისტრ ალექსი გონჩარუკთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა უკრაინელ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში ყოველთვის აფიქსირებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი უპირობო მხარდაჭერას.

გიორგი გახარიამ ასევე ხაზი გაუსვა უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგს - პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს შექმნის შესახებ დოკუმენტზე ხელმოწერას.

„ეს გახდება ყველაზე ეფექტური პლატფორმა იმისათვის, რომ ჩვენმა მთავრობებმა, სამინისტროებისა და უწყებების დონეზე, სხვადასხვა სფეროებში, როგორებიცაა ეკონომიკა, უსაფრთხოება, საერთაშორისო ურთიერთობები, კულტურა - ითანამშრომლონ და შედეგებს მიაღწიონ კიდევ უფრო ეფექტურად“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის შეფასებით, ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა ეფექტურ ეკონომიკურ თანამშრომლობას უნდა დაეფუძნოს და საქართველოს მთავრობა მზად არის, უფრო მეტს მიაღწიოს ვაჭრობის, ტრანსპორტის, განვითარების სფეროში და სხვადასხვა მიმართულებით ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით.

„ჩვენ მზად ვართ, ყოველდღიურად ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა უკრაინასა და საქართველოს შორის კიდევ უფრო მეტი შედეგების მომტანი იყოს ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა გახარიამ ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით თანამშრომლობა კიდევ უფრო ეფექტური უნდა გახდეს.

„ჩვენი თანამშრომლობა ისეთი მიმართულებით, როგორიც არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია, კიდევ უფრო ეფექტური უნდა გახდეს, რამეთუ, ეს სასარგებლოა ორივე ქვეყნისთვის. ჩვენ ერთად უფრო მეტს შევძლებთ, ჩვენი ქვეყნების ევროპული მიმართულებით ინტეგრაციისთვის. მივესალმებით და მხარს ვუჭერთ აღმოსავლეთ პარტნიორობაში არსებულ ფორმატს, როდესაც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პარლამენტები აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობენ იმისთვის, რომ შედეგს უფრო სწრაფად და ეფექტურად მიაღწიონ. საქართველოს მთავრობა მზად არის, ყოველდღიურად იმუშაოს იმისთვის, რომ სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრობა ჩვენს ორ ქვეყანას შორის იყოს კონკრეტული შედეგის მომტანი ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გაიმართა.

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი