უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

20 ნოემბერი, 2025 09:19
font-size

სააკაშვილის ხელისუფლება გარედან დაგვისვეს ე.წ. ვარდების რევოლუციის საფუძველზე, როდესაც „ენჯეოშნიკების“ მეშვეობით მოაწყვეს საქართველოში ხელისუფლების ცვლილება, დღესავით ნათელია, რომ საქმე გვქონდა გააზრებულ ღალატთან და ეს ღალატი ჩადენილი იქნა გარე ძალების კარნახით - ირაკლი კობახიძე

სააკაშვილის ხელისუფლება გარედან დაგვისვეს ე.წ. ვარდების რევოლუციის საფუძველზე, როდესაც „ენჯეოშნიკების“ მეშვეობით მოაწყვეს საქართველოში ხელისუფლების ცვლილება, დღესავით ნათელია, რომ საქმე გვქონდა გააზრებულ ღალატთან და ეს ღალატი ჩადენილი იქნა გარე ძალების კარნახით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.

პრემიერის თქმით, სამშობლოს ღალატის შესახებ ნორმების ამოღების თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს პარლამენტში აგვისტოს ომამდე ერთი თვით ადრე შევიდა და მიღებულ იქნა აგვისტოს ომის დასრულებიდან დაახლოებით ორ თვეში, რაც კიდევ ერთი დასტურია, რომ მათ გააზრებული ჰქონდათ ღალატი.

„იმდენად ხელის გულზე იდო ყველაფერი, რაც ხდებოდა ცხინვალის რეგიონში და არა მხოლოდ. ვიცით, როგორ განვითარდა მოვლენები აფხაზეთში, როდესაც ზემო აფხაზეთი უწოდეს კოდორის ხეობას, როდესაც იქ შეიყვანეს კონკრეტული შენაერთები, რაც დაგმო საერთაშორისო საზოგადოებამ. მარტივი გასათვლელი იყო, სადამდე მივიდოდა ეს პროცესები. კიდევ უფრო მძიმედ ვითარდებოდა პროცესები ცხინვალის რეგიონში. ეს იყო გამოცხადებული ღალატის ქრონიკა. ისინი სჩადიოდნენ ამას მიზანმიმართულად, ღალატით. აქ ჩანდა, რომ იყო გარე ძალების კარნახი. სააკაშვილის ხელისუფლება გარედან მოიყვანეს, გარედან დაგვისვეს ე.წ. ვარდების რევოლუციის საფუძველზე, როდესაც „ენჯეოშნიკების“ მეშვეობით მოაწყვეს საქართველოში ხელისუფლების ცვლილება, არჩევნებისგან დამოუკიდებლად. ნაბიჯს არ დგამდა სააკაშვილი გარე კარნახის გარეშე, შესაბამისად, დღესავით ნათელია ის, რომ საქმე გვქონდა გააზრებულ ღალატთან და ეს ღალატი ჩადენილი იქნა გარე ძალების კარნახით. ცნობილი ამბავია სამშობლოს ღალატის შესახებ ნორმების ამოღების თაობაზე. ეს ცვლილება დაინიცირდა საქართველოს პარლამენტში ერთი თუ ორი თვით ადრე აგვისტოს ომამდე და მიღებულ იქნა აგვისტოს ომის დასრულებიდან დაახლოებით ორ თვეში. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ მათ გააზრებული ჰქონდათ ღალატი. იმიტომ, რომ თავად ეშინოდათ სასჯელის, იმის გამო, რაც ჩაიდინეს. ამ სამშობლოს ღალატის ნაწილი იყო ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის შექმნაც“, - განაცხადა პრემიერმა.

ჩორჩანასთან დაკავშირებით გიორგი გახარიასთან ერთნაირი პრეტენზიები აქვთ მხოლოდ „ოცნების“ რეჟიმს და ცხინვალის რუსულ საოკუპაციო რეჟიმს - ბერდია სიჭინავა

20 ნოემბერი, 2025 , 16:07

"ჩორჩანასთან დაკავშირებით გიორგი გახარიასთან ერთნაირი პრეტენზიები აქვთ მხოლოდ „ოცნების“ რეჟიმს და ცხინვალის რუსულ საოკუპაციო რეჟიმს" - ასე ეხმაურებიან ყოფილი პრემიერის გუნდში ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელ

შეუპოვარი ბრძოლის გზაზე უკან არ დავიხევთ, ვერც გიორგი ვაშაძის და პაატა მანჯგალაძის მიმართ დაწყებულმა პოლიტიკურმა დევნამ გაგვტეხა - „სტრატეგია აღმაშენებელი“

20 ნოემბერი, 2025 , 15:26

ვაგრძელებთ ბრძოლას გამარჯვებამდე. გვჯერა, რომ ეს ბრძოლა მოიტანს შედეგს და დააბრუნებს ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ ნათქვამია „სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადებაში. განცხადების თან

მზაობა თუ აქვთ, გვერდში რეალურად დაგვიდგნენ და პრობლემები მოვაგვაროთ, მიღებულ კანონებს გავაუქმებთ, მაგრამ ვხედავთ, თავად არიან პრობლემების წყაროს შემქმნელები - ლევან მახაშვილი

20 ნოემბერი, 2025 , 13:06

მზაობა თუ აქვთ, გვერდში რეალურად დაგვიდგნენ და ეს პრობლემები მოვაგვაროთ, ამას გავაკეებთ, მაგრამ ჯერ რასაც ვხედავთ, არათუ გვერდში გვიდგებიან, თავად არიან ამ პრობლემების წყაროს შემქმნელები. ჩვენი თვითმიზანი კანონის მიღება

დეკლარაციების შესწავლას განახორციელებს დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც არის ძლიერი ინსტიტუტი - ირაკლი კობახიძე

20 ნოემბერი, 2025 , 11:50

დეკლარაციების შესწავლას განახორციელებს დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც არის ძლიერი ინსტიტუტი და შესაბამისად, ამ კუთხით ძლიერდება პრაქტიკის ნაწილში საერთო სისტემა, - ამის შესა

დიასპორასთან დაკავშირებით საარჩევნო რეგულაციებზე არგუმენტები არის ძალიან მყარი, არ შეიძლება, ამომრჩეველმა უცხო იურისდიქციის გავლენის ქვეშ მიიღოს საარჩევნო გადაწყვეტილება - ირაკლი კობახიძე

20 ნოემბერი, 2025 , 10:41

არჩევნები დიასპორასთან მიმართებით ყოველთვის გამოიყენებოდა სპეკულაციებისთვის მახინჯი ფორმით, გახსოვთ, როგორი ფორმით წარიმართებოდა კამპანიები, დიასპორის გახლეჩასაც ცდილობდნენ, რაც ძალიან სამწუხარო იყო, - ამის შესახებ საქარ

რიგგარეშე არჩევნები თეორიულად რომ გამოცხადდეს, აწყობს ხელისუფლებას და არა ოპოზიციას, ანუ კიდევ ერთხელ თავს მოიჭრის ამ შემთხვევაში ოპოზიცია - ირაკლი კობახიძე

20 ნოემბერი, 2025 , 09:22

ჩვენ კიდევ ერთხელ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვგეგმავთ არჩევნების ჩატარებას 2028 წლის 28 ოქტომბერს, როგორც ეს არის დადგენილი საქართველოს კონსტიტუციით, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ი