უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
- 26.04.2024 17:3328 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი
- 26.04.2024 15:32მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე
- 26.04.2024 15:1930 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე
- 26.04.2024 14:12თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი
- 26.04.2024 12:59საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი
- 26.04.2024 12:54The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში
- 26.04.2024 12:40სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იძულების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამხილა
არქივი
პოლიტიკა
ნაკლებად მაწუხებს სიმპტომატური სიბრიყვეები კობახიძის, გახარიასი ან ივანიშვილის ნებისმიერი „კლოუნის“ – გიგა ბოკერია
სულელურ და ბრიყვულ განცხადებებს ივანიშვილის „კლოუნებისგან“ მიჩვეული ვარ დიდი ხანია. ნეტა, მარტო ეს სიბრიყვეები იყოს პრობლემა, - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია.
მისი თქმით, მმართველი პარტია საზოგადოების დაყოფას ახდენს და სიძულვილს ქადაგებს, რაც ქვეყნისთვის ზიანის მოტანაა.
„მე ნაკლებად მაწუხებს ასეთი სიმპტომატური სიბრიყვეები კობახიძის, გახარიასი ან ივანიშვილის ნებისმიერი „კლოუნის“. უფრო მნიშვნელოვანია, რა სიგნალს უგზავნიან ისინი ჩვენს საზოგადოებას, რასაც სოციალურ ქსელებში ვხედავთ: საზოგადოების დაყოფა, სიძულვილის და მტრობის ქადაგება. ეს არ არის პოლიტიკური კონკურენცია, თუნდაც მწვავე, ეს არის მტრობა. გამოკითხვებს რომ ატარებენ, არის თუ არა ქვეყნის მტრობა ივანიშვილის კრიტიკა, ეს არის პოსტსაბჭოთა ჭაობისთვის დამახასიათებელი და ქვეყნისთვის საზიანო ამბავი. სულელურ და ბრიყვულ განცხადებებს ივანიშვილის „კლოუნებისგან“ მიჩვეული ვარ დიდი ხანია. ნეტა, მარტო ეს სიბრიყვეები იყოს პრობლემა, მაგრამ, სადაც იწყება საზოგადოების დაყოფა მტრებად, იმის გამო, რომ განსხვავებული აზრი აქვთ, ეს არის ქვეყნისთვის ზიანის მოტანა და ამ ყველაფერს წერტილი უნდა დავუსვათ, როდესაც ივანიშვილს დავამარცხებთ მშვიდობიან არჩევნებში“,- განაცხადა ბოკერიამ.