უახლესი ამბები
- 03.03.2021 21:26ბატონი სერგო ჩიხლაძე რეებს კადრულობს - თენგიზ ცერცვაძე
- 03.03.2021 21:18„ნოვავაქსთან` მიღწეულია შეთანხმება მილიონ დოზაზე - თენგიზ ცერცვაძე
- 03.03.2021 17:25დავით ზალკალიანი მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა
- 03.03.2021 17:25პროკურატურას შემიძლია ვასწავლო, მელია როგორ გამოუშვას – ლევან ალაფიშვილი
- 03.03.2021 17:25დროული ვაქცინაციის გარეშე გაჩნდება ახალი შტამები, პანდემია უმართავი გახდება - ნანა გეგეჭკორი
- 03.03.2021 17:00ყველამ ნერვები უნდა მოვთოკოთ და დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან - გიგი უგულავა
- 03.03.2021 17:00გერმანიაში დასაქმების სამთვიანი პროგრამით წასულ მოქალაქეებს სოციალურად დაუცველის სტატუსი არ მოეხსნებათ
- 03.03.2021 16:33გადავწყვიტეთ, რომ მოხდეს საპროტესტო აქციების ფორმის მოდიფიკაცია - თინა ბოკუჩავა
- 03.03.2021 16:00საქართველო-თურქეთის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი პერიოდია - ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა ვიმსჯელოთ სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მიმართულებაზე - დავით ზალკალიანი
- 03.03.2021 16:00დიალოგი მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ნიკა მელია იჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან - დავით ჭიჭინაძე
არქივი
საზოგადოება


ნარკომანია აღარ არის მხოლოდ ცალკეულ პირთა სნეულების გამოვლინება, ის მთელი საზოგადოების პრობლემად იქცა - მეუფე შიო მუჯირი
დღეს ნარკომანია აღარ არის მხოლოდ ცალკეულ პირთა სნეულების გამოვლინება, ის მთელი საზოგადოების პრობლემად იქცა, - განაცხადა საქართველოს პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა საქართველოს საპატრიარქოს ქართულ უნივერსიტეტში, ნარკომანიის თემაზე მიმდინარე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
"მეტად მწვავე და აქტუალურია თემა, რომლისთვისაც დღეს ჩვენ შევიკრიბეთ. არ დარჩენილა საზოგადოების არცერთი ფენა, რომელსაც ბოლო პერიოდში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული მოვლენები არ აღელვებდეს.
მოგეხსენებათ, ნარკომანია მემთვრალეობის უმძიმესი ფორმაა, რომლის თაობაზეც ეკლესიის წმინდა მამებს არაერთი გამონათქვამი აქვთ დატოვებული. მაგალითად, წმინდა ბასილი დიდი და წმინდა იოანე ოქროპირი წერდა, რომ თრობის ნება ადამიანს სულიწმინდას განაშორებს და ყოველგვარი ბოროტების საწინდარია და რომ არავინ ისე არ აღასრულებს ეშმაკის ნებას, როგორც მემთვრალე.
კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორესაც არაერთხელ უთქვამს, რომ „კაცი, რომელიც კარგავს სულიწმინდის მადლს, კარგავს ყველაფერს ამ ქვეყანაზეც და მარადიულ ცხოვრებაშიც“. ნარკოტიკული თრობის ილუზიებში გაქცევის მთავარი მიზეზი გახლავთ სულიერი სიცარიელე და ცხოვრების აზრის დაკარგვა.
დღეს ნარკომანია აღარ არის მხოლოდ ცალკეულ პირთა სნეულების გამოვლინება, არამედ მთელი საზოგადოების პრობლემად იქცა. სამწუხაროდ, ამ მხრივ დამაჯერებელი სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ სპეციალისტების აზრით, ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა ნარკომომხმარებელთა რაოდენობით. შესაბამისად, მდგომარეობა ძალიან რთულია. ამ მძიმე ვითარების გამოსასწორებლად საჭიროა ყველა რისკის გათვლა და სპეციალისტების აზრის მაქსიმალურად გათვალისწინება.
კონსტიტუციის დღის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაზე მისმა უწმინდესობამ ბრძანა, რომ ქვეყნის კონსტიტუცია ხალხს უნდა ემსახურებოდეს",- განაცხადა მეუფე შიომ.
საკვანძო სიტყვები:

ბატონი სერგო ჩიხლაძე რეებს კადრულობს - თენგიზ ცერცვაძე
3 მარტი, 2021 , 21:26

„ნოვავაქსთან` მიღწეულია შეთანხმება მილიონ დოზაზე - თენგიზ ცერცვაძე
3 მარტი, 2021 , 21:18

დროული ვაქცინაციის გარეშე გაჩნდება ახალი შტამები, პანდემია უმართავი გახდება - ნანა გეგეჭკორი
3 მარტი, 2021 , 17:25

გერმანიაში დასაქმების სამთვიანი პროგრამით წასულ მოქალაქეებს სოციალურად დაუცველის სტატუსი არ მოეხსნებათ
3 მარტი, 2021 , 17:00
საქართველო-თურქეთის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი პერიოდია - ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა ვიმსჯელოთ სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მიმართულებაზე - დავით ზალკალიანი
3 მარტი, 2021 , 16:00
„სად არის ვაქცინა“ - მთავრობის ადმინისტრაციასთან მდუმარე აქცია-პერფორმანსი გაიმართა
3 მარტი, 2021 , 15:12