უკან

პოლიტიკა

12 იანვარი, 2018 12:25
font-size

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ კანონპროექტზე მსჯელობა უნდა შეჩერდეს - გიგა ბუკია

„ქართული ოცნების“ ფრაქცია „კონსერვატორების“ თავმჯდომარის, გიგა ბუკიას განცხადებით, საკანონმდებლო ინიციატივა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ არ უნდა განიხილებოდეს პარლამენტში, არამედ უნდა იყოს გაწვეული.

როგორც მან პირველ არხს განუცხადა, კანონპროექტის მიღება ნარკოტიკების მოხმარების მკვეთრ ზრდას გამოიწვევს. ბუკიას ინფორმაციით, ინიციატივამ „ქართულ ოცნებაში“ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და სიტუაცია იქამდე მივიდა, რომ უმრავლესობის 7-მა დეპუტატმა ჯანდაცვის კომიტეტის 27 დეკემბრის სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა.

„იმ ინიციატივასთან დაკავშირებით ბევრი შენიშვნა გვქონდა, რომელიც უმრავლესობის გარკვეულმა წევრებმა წარმოადგინეს. აღნიშნული ინიციატივა ძალიან დიდ საფრთხეებს შეიცავს, რომ ნარკოტიკების მოხმარება მკვეთრად გაიზრდება. ეს კანონპროექტი ინიცირებულიც კი არ უნდა ყოფილიყო, არათუ, მასზე მსჯელობა შეჩერდეს. იმ პოზიციას ვეთანხმებით, რომ პარლამენტში კანონპროექტი ამ ფორმით განხილული არ უნდა იყოს. ამ ფორმით კანონპროექტის ინიცირების წინააღმდეგი ვიყავით, ვინაიდან სურვილი გვქონდა, რომ შიდა აზრთა სხვადასხვაობა გარეთ არ გამოსულიყო, თუმცა აკაკი ზოიძემ ეს კანონპროექტი ამ ფორმით შემოგვთავაზა და ნახეთ, რომ წინააღმდეგები არა მხოლოდ „კონსერვატორები“ ვართ, არამედ კვორუმი თავად იმ კომიტეტშიც კი არ შედგა, რომლის ხელმძღვანელი აკაკი ზოიძეა. სხდომას უმრავლესობა არ დაესწრო და აკაკი ზოიძე იძულებული გახდა, კომიტეტი „ნაციონალების“, „ევრონაცებისა“ და ოპოზიციის ხმებით შეეკრიბა და ინციატივა ასე განეხილა“, – თქვა ბუკიამ.

დეპუტატის შეფასებით, ეს ინიციატივა კანონად არ გადაიქცევა.

„ინტერესი დიდია, რომ ამ პრობლემის გადაჭრის პროცესში ბევრი ადამიანი ჩაერთოს და პრობლემის გადაჭრის გზები მოიძებნოს. მისასალმებელია, თუ კანონპროექტი გაწვეული იქნება და გადაწყვეტილება უფრო ფართო კონსენსუსის შედეგად იქნება მიღებული და არა ისე, როგორც დღეს არის ინიცირებული. ამ კანონპროექტს „კონსერვატორების“ მხარდაჭერა არცერთ შემთვევაში არ ექნება. თუ ეს კანონპროექტი ამ ფორმით განიხილება, დიდი ალბათობით, კანონად ვერ იქცევა“ – აღნიშნა ბუკიამ.

დეპუტატის თქმით, ის იზიარებს საპატრიარქოს განცხადებას ამ კანონპროექტზე.

ჯანდაცვის კომიტეტმა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით 2017 წლის 27 დეკემბერს მიიღო. ამ საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება გასული წლის გაზაფხულზე მოხდა, თუმცა მასზე მსჯელობა შემოდგომიდან დაიწყო.

კანონპროექტს საპატრიარქოც გამოეხმაურა. გუშინ გამოქვეყნებულ განცხადებაში ის გამოვიდა ინიციატივით, რომ ნარკოპოლიტიკის შესახებ საზოგადოებრივი განხილვა გაიმართოს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ხელისუფლების წარმომადგენლები, ფსიქოლოგები, ექიმები, იურისტები, სასულიერო პირები, ადამიანის უფლებადამცველები, ჟურნალისტები, პედაგოგები, ინტელიგენცია და სამართალდამცველები.

ანა მებურიშვილი

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი