უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

22 მაისი, 2018 15:45
font-size

ნარკორეალიზატორების მიმართ გაცილებით მკაცრი სანქცია იქნება, ვიდრე დღევანდელ კანონმდებლობაშია - მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე დაკონკრეტდა, რომ ნარკორეალიზატორების მიმართ გაცილებით მკაცრი სანქცია იქნება, ვიდრე დღევანდელ კანონმდებლობაშია, – განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.

მისი შეფასებით, დღევანდელ სხდომაზე ბევრ საკითხზე პოზიციები დაახლოვდა.

„რამდენიმე კომპონენტია, რაც მოიცავს ნარკორეალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, მეორე – შეძენა-შენახვასთან და დოზებთან დაკავშირებულ საკითხებს, მესამე მომხმარებლის საკითხია.

პრაქტიკულად, ყველა საკითხზე შევჯერდით და პოზიციები უფრო დავაახლოვეთ. დავაკონკრეტეთ, რომ ნარკორეალიზატორების მიმართ იქნება გაცილებით მკაცრი სანქცია, ვიდრე დღევანდელ კანონმდებლობაშია. დოზებზე დაახლოებით შევჯერდით და ალბათ, ეს საკითხი კვირის ბოლომდე კიდევ უფრო დეტალურად იქნება გავლილი. მოხმარების საკითხებზე ასევე შევჯერდით, რომ მომხმარებლის მიმართ გაცილებით ჰუმანური კანონმდებლობა იქნება“, – განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, დეპუტატმა საკითხზე უმრავლესობის შიგნით სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარება არ გამორიცხა.

„საბოლოო გადაწყვეტილება ისეთი იქნება, რაც საზოგადოების ინტერესებში ადეკვატურად და ზუსტად ჩაჯდება. საბოლოო გადაწყვეტილება 7 ივნისამდე მიიღება, რადგან ეს არის პარლამენტის მიერ აღებული ვადა. არც მე გამოვრიცხავ სარეიტინგო კენჭისყრას, თუმცა შეიძლება საქმე აქამდე არ მივიდეს იქედან გამომდინარე, რომ საერთო პრინციპებზე შევჯერდით და ეს იმის დამსახურებაც იყო, რომ ამაზე მსჯელობა დიდი ხანია მიდის“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

25 აპრილი, 2024 , 17:33

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუცია შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდ

საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი

25 აპრილი, 2024 , 17:07

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, ივანიშვილი ხდის იძულებულს ჩვენს პარტნიორებს უმ

ეს რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი

25 აპრილი, 2024 , 16:10

ერთი წლის წინაც იყო რეზოლუცია და ზუსტად იგივე ჩანაწერი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო, რა სანქციებზეა საუბარი, როცა

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო

25 აპრილი, 2024 , 14:27

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის განცხადებებს, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგე

არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები - კახა კალაძე

25 აპრილი, 2024 , 14:18

„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლა

ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:58

საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა, ქრისტიანობის დაცვა და შენარჩუნება შეძლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი