უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
- 26.04.2024 17:3328 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი
- 26.04.2024 15:32მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე
- 26.04.2024 15:1930 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე
- 26.04.2024 14:12თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი
- 26.04.2024 12:59საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი
- 26.04.2024 12:54The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში
- 26.04.2024 12:40სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იძულების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამხილა
არქივი
პოლიტიკა
ნათია თურნავამ და ელიზაბეთ რუდმა ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები განიხილეს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და აშშ - ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში ელიზაბეთ რუდმა სამუშაო შეხვედრა გამართეს, სადაც განიხილეს ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების მიმდინარე საკითხები.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, აშშ საქართველოს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია, რომელთან თანამშრომლობაც სამომავლოდ კიდევ უფრო განვითარდება. ბევრ მნიშვნელოვან მიმართულებასთან ერთად ეს მოიცავს თანამშრომლობის გაღრმავებას ისეთ პრიორიტეტულ სექტორებში, როგორიცაა ორმხრივი ვაჭრობის განვითარება, ასევე საქართველოში ამერიკული ინვესტიციების წახალისება და დაცვა, რომლითაც მნიშვნელოვნად გაიზრდება ამერიკული კაპიტალის მონაწილეობა ქართულ საწარმოებში. შეხვედრაზე ასევე საუბარი წარიმართა ტურიზმისა და ტრანსპორტის სფეროში კავშირების გაღრმავებასა და სხვა პრიორიტეტულ საკითხებზე.
ელიზაბეთ რუდთან გამართულ შეხვედრას ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ესწრებოდა.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.