უკან

საზოგადოება

26 მაისი, 2019 14:28
font-size

ნატო ჩხეიძე: ერთი ყვავილი ვერ გაიმეტეს მთაწმინდაზე ასულებმა, ერთი ყვავილი

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში წერს:

სერიიდან: აბა, შეხედეთ

დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის იდეური მედროშე მერაბ კოსტავა იყო და მისმა ბრძოლამ დამოუკიდებლობა მოგვიტანაო, ბრძანა პრემიერმა და ყვავილებით შეამკო მერაბ კოსტავას საფლავი მთაწმინდაზე.

მერაბ კოსტავას პატივისცემა დიახაც, დასაფასებელია, და ზვიად გამსახურდიაც იქვე არ არის? შორს წასვლა ხომ არ დასჭირდებოდათ პრემიერს და მის ამალას?.. ? ერთი- ორი ნაბიჯი უნდა გადაედგათ დამატებით, რომ ერთი ყვავილი მაინც გამსახურდიას საფლავზეც დაედოთ ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის ზეიმობისას...

მერაბ კოსტავა ხომ ზვიად გამაახურდიას აღიარებდა წინამძღოლადაც და მოვლენების წამმართველადაც.

აღიარებდა თავის ნაწერებშიც, ლექსებშიც, ზეპირსიტყვიერადაც.

ეს პრემიერი პრემიერრი რომ არის, და ეს პრეზიდენტი პრეზიდენტი რომ არის და ეს პარლამენტის თავმჯდომარე თავმჯდომარე რომ არის და ეს მინისტრები მინისტრები რომ არიან, ვინ მოუტანა მათ ეს ქვეყანა?.. ვინ გამოაცხადა ეს ქვეყანა ედ დამოუკიდებლად?.. ვისი სისხლით დაკირულ ქვეყანას მართავენ ეს და სხვა მაღალი ჩინოვნიკები?

ერთი ყვავილი ვერ გაიმეტეს მთაწმინდაზე ასულებმა, ერთი ყვავილი.

ჰმ, ქედს ვიხრიო, გაზეპირებულ ტექსტს რომ აბულბულებს ჩვენი პრემიერი ტრიბუნიდან, მთაწმინდაზე, გამსახურდიას საფლავთან დაეხარა ოდნავ მაინც ამაყად შემართული კისერი...

ახლაც იგივე ხდება, ზუსტად იგივე , შევარდნაძემ რომ კოსტავას სურათი ჩამოიკიდა კაბინეტში, აი, როგორ პატივს ვცემ ეროვნულ მოღვაწეებსო და გამსახურდიას სახელის წანაცრებისა და სულაც გაქრობისთვის კი დაუღალავად შრომობდა.

მისმა მეცადინეობამ აი, აქნობამდე მოაღწია.

ფრანგები ამბობენ, ღირსეული ადამიანები 30 წლის მერე აუცილებლად ფასდებიანო.

რაღა დარჩა, ორად ორი წელი.

რაღა დარჩა...“ - დაწერა ნატო ჩხეიძემ.

შეგახსენებთ - 1991 წლის 26 მაისს საყოველთაო-სახალხო საპრეზიდენტო არჩევნებზე საქართველოს პირველ პრეზიდენტად ზვიად გამსახურდია აირჩიეს.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი