უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

7 მარტი, 2021 13:24
font-size

ნატო ჩხეიძე: სხვების აზრი არ აინტერესებთ და რაც აინტერესებთ, კი იმუშავებენ იმ განხრით

თუ პოლიტპატიმრების გამოშვებაზე დათანხმდებიან და ვადამდელ არჩევნებსაც დანიშნავენ, რომელიმე ცალკე აღებული პოლიტიკური გუნდი კი არა, მთელი ოპოზიცია შევა პარლამენტში, - ამის შესახებ მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი, გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ წევრი ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში წერს.

„სერიიდან: არ აინტერესებს...

“ მე არ მაინტეტესებს რას ფიქრობს სხვა...”- პასუხობს გუშინ ოპოზიციონერი ბ- ნი ხაზარაძე ინგა გრიგოლიას.

“ მე სხვა რას ამბობს, არ მაინტერესებს”- პასუხობს გუშინ ოპოზიციონერი ბ- ნი ვაშაძე ემა ტუხიაშვილს.

და იქვე ამ ორმა ოპოზიციონერმა საერთო ღირებულებები და ერთიანი მოქმედებები დააანონსა, ქ- ნ ხოშტარიასთან ერთად.

უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ღირებულებები და ქმედებები კი იწვევს მათ საერთო ინტერესს ამ ეტაპზე მაინც:)

“თუ ჩვენი მოთხოვნები აისახება, ჩვენი პოლიტიკური გუნდი ხელს მოაწერს ხელშრეკრულებას და დავიწყებთ მუშაობას პარლამენტში ამ ცვლილებებისათვის”... - ამბობს ბ- ნი ხაზარაძის თანაგუნდელი ბ- ნი ჯაფარიძე.

“ ჩვეს მოთხოვნებს როგორც კი დათანხმდებიან ოღონდ შესაბამისი გარანტიებით, ჩვენ, ჩვენი პოლიტიკური გუნდი რათქმა უნდა შევა პარლამენტში და მიიყვანს ამ ცვლილებებს ბოლომდე”- ამბობს ბ- ნი ვაშაძე.

ამ სულ ცოტა ხნის წინათ არ იყო, ამის მსგავსად რომ საუბრობდა ბ- ნი ელისაშვილი და ძმა მისი?

კი, ამ ცოტა ხნის წინ საუბრობდა.

მერე შევიდა პარლამენტში.

შევიდა და

მუშაობს ცვლილებებზე.

მუშაობს და მუშაობს და იმუშავებს...

მათი ფრაზებიდან ასე ჩანს, რომ ლელო-სტრატეგიაც შევა და იმუშავებს?..

მით უფრო, რომ სხვების აზრი არ აინტერესებთ და რაც აინტერესებთ, კი იმუშავებენ იმ განხრით.

პ.ს. ჩვენ, დანარჩენ ოპოზიციას, ვისაც ერთმანეთის აზრი გვაინტერესებს, ყველაზე მეტად ისიც გვაინტერესებს, რომ არ იყოს ხელისუფლებაში ძალა, ვისაც სხვისი აზრი არ აინტერესებს...

ქართულ ოცნებას ეგ წუნიც აქვს, სხვისი აზრი რომ არ აინტერესებს, აინუშშიც რომ არ აგდებს, თორემ შესახედავად არაფერს ვერჩით, მშვენიერი გოგო-ბიჭები არიან...

პ.პ.ს. თუ პოლიტპატიმრების გამოშვებაზე დათანხმდებიან და ვადამდელ არჩევნებსაც დანიშნავენ, რომელიმე ცალკე აღებული პოლიტიკური გუნდი კი არა, მთელი ოპოზიცია შევა პარლამენტში, - არახალია ეს ამბავი,“ - დაწერა ნატო ჩხეიძემ

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი