უახლესი ამბები
- 23.02.2019 16:2124 თებერვალს გორის გვირაბში მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება
- 23.02.2019 16:002019 - 2021 წლებში საქართველოში აბონენტების 90 პროცენტზე მეტი იქნება გაზიფიცირებული
- 23.02.2019 15:46თავდასხმა რუსთაველზე - 39 წლის მამაკაცის მტკიცებით, ფარცხალაძის გარემოცვის წევრი ფიზიკურად გაუსწორდა
- 23.02.2019 15:15„ადეიშვილთან იცით, ვინ დაარბენინებდა ამ ჩანაწერებს? - ვანო ზარდიაშვილი! ამ კაცმა იცის ზედმიწევნით ყველაფერი“
- 23.02.2019 15:06რაში სჭირდებათ ზებრებს ზოლები
- 23.02.2019 14:30მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანსიებზე განცხადებების მიღების ახალი ეტაპი დაიწყო
- 23.02.2019 14:30განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს
- 23.02.2019 14:17სოფელ ჯიხაშკარის მოსახლეობა დაზიანებული გზის საფარის აღდგენას ითხოვს
- 23.02.2019 14:00საოჯახო სასტუმროების ქსელში ჩართულ პირებს წყლის ტარიფი შესაძლოა, 13-ჯერ გაუძვირდეთ - აკაკი ბობოხიძე
- 23.02.2019 12:55ჩხოროწყუში ავტოავარიას მსხვერპლი მოჰყვა
არქივი
კონფლიქტის ზონა


ნატო-ს მოწოდებებმა საქართველოს მხარდაჭერის შესახებ უკვე დიდი ხანია, რიტუალური ხასიათი მიიღო - ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო უწყება
„ნატო-ს ქვეყნების კონსოლიდირებულმა პოზიციამ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმართ , რომელსაც ახლავს განცხადებები საქართველოს მხარდაჭერის შესახებ, უკვე დიდი ხანია აუცილებელი რიტუალის ხასიათი მიიღო“, - ასე გამოეხმაურა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებას, რომ რუსეთმა უკან უნდა წაიღოს თავისი გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის შესახებ. სტოლტენბერგმა ასევე მოუწოდა რუსეთს, გაიყვანოს სამხედრო კონტინგენტი ოკუპირებული რეგიონებიდან.
„ნატო-ს ქვეყნების კონსოლიდირებული პოზიცია სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმართ კარგადაა ცნობილი და მსგავსმა მოწოდებებმა, რომლებსაც ახლავს ტრადიციული განცხადებები საქართველოს მხარდაჭერისა და მისი ნატო-ში გაწევრინებისკენ მისწრაფების შესახებ, უკვე დიდი ხანია, მიიღო აუცილებელი რიტუალის ხასიათი“, - წერია დე-ფაქტო საგარეო უწყების განცხადებაში.
ოსური მხარის მტკიცებით, „სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის დამყარებული სახელმწიფოთაშორისი უერთიერთობები საერთაშორისო სამართლის პრინციპებთან და ნორმებთან სრულ შესაბამისობაშია“.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყების განცხადებით, „აგრესიული, შეთანხმების უნარმოკლებული და შიდა პოლიტიკის მხრივ არასტაბილური მეზობელი სახელმწიფოსგან“ თავდასაცავად საჭიროა „რუსეთის ფედერაციის სამხედრო ყოფნა“ სამხრეთ ოსეთში.
„იმ პირობებში, როდესაც საქართველო უარს ამბობს, ხელი მოაწეროს შეთანხმებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ და ცდილობს, თავისი აგრესიის შედეგები საქართველო-რუსეთის ურთიერთობების სიბრტყეში გადაიყვანოს, სამხრეთ ოსეთი უფლებას იტოვებს, უზრუნველყოს თავისი უსაფრთხოება და გააძლიეროს რუსეთთან ერთად ერთიანი თავდაცვითი სივრცე“, - ნათქვამია განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:

მზად ვართ, საქართველოსთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის - ანატოლი ბიბილოვი
22 თებერვალი, 2019 , 14:00

რუსმა ოკუპანტებმა ორი ადამიანი გაიტაცეს
13 თებერვალი, 2019 , 15:40

ეუთო-ს თავმჯდომარე საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა
11 თებერვალი, 2019 , 12:56

ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ერთიანი საქართველოს ფარგლებში, მშვიდობიანი თანაცხოვრების გაგრძელება- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განცხადება
9 თებერვალი, 2019 , 16:45

ხურვალეთთან საოკუპაციო რეჟიმის მიერ სათვალთვალო კოშკურის აღმართვის საკითხი - დღეს ერგნეთის შეხვედრა გაიმართება
8 თებერვალი, 2019 , 10:15
სოფელ ხურვალეთთან რუსმა ოკუპანტებმა სამუშაოები განაახლეს
7 თებერვალი, 2019 , 14:40