უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

21 სექტემბერი, 2018 14:30
font-size

ნატო-ს პოზიცია მყარი და ნათელია, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი - როუზ გოტემოლერი

ნატო-ს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს საქართველოსთან, საქართველო ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტემოლერმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ალიანსი მადლიერია კონტრიბუციისთვის, რომელიც საქართველოს ნატო-ს მიერ წარმოებულ ოპერაციებში შეაქვს.

„პარტნიორებიდან თქვენ ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ხართ. ჩვენ ერთგული ვრჩებით ბუქარესტის სამიტზე მიღებული დეკლარაციის. ყოველთვის ვამბობთ, რომ საქართველო იქნება ნატო-ს წევრი და მინდა, ახლა ეს სიტყვები თქვენც გითხრათ. რა თქმა უნდა, კიდევ ბევრია გასაკეთებელი, გაწევრიანების გზაზე ნაბიჯები კიდევ არის გადასადგმელი, მაგრამ ნატო-ს პოზიცია ძალიან მყარია და ნათელი, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი“, – განაცხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილემ.

ამასთან, მისი თქმით, ნატო-ს წინაშე გამოწვევებია, მაგალითად ის, რაც 2014 წელს უკრაინაში მოხდა.

„ასევე, ჩვენ ვამბობთ, რომ ნატო-ს წინაშე გამოწვევები დგას. თქვენ კარგად იცით ამის შესახებ. პირველ რიგში, რაც 2014 წელს მოხდა უკრაინაში, რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია და დონბასში სიტუაციის დესტაბილიზაცია. დღემდე გვიწევს შედეგებთან და კრიზისთან გამკლავება“, – განაცხადა როუზ გოტემოლერმა.

მისივე განმარტებით, კრიზისი გაცილებით ადრე დაიწყო და საქართველოზე უკეთ ეს არავინ იცის.

„ეს იყო 2008 წლის აგვისტო, რასაც მოჰყვა რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის უკანონოდ აღიარება ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. ჩვენ მტკიცედ გიჭერთ მხარს და ვამბობთ, რომ რუსეთმა უნდა უნდა გაიწვიოს ეს გადაწვეტილება, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები“, – განაცხადა სტუდენტებთან შეხვედრაზე ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ.

საქართველოშ ვიზიტის ფარგლებში როუზ გოტემოლერი თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლელა ჩიქოვანს შეხვდა. ასევე, გაიმართა შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუასთან, რის შემდეგაც ერთობლივი განცხადებები გაკეთდა.

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი