უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

30 მაისი, 2018 16:20
font-size

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი 2 წლის იუბილეს აღნიშნავს

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) დაარსებიდან ორი წლის იუბილეს აღნიშნავს. საზეიმო ცერემონიას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, უწყების მაღალჩინოსნები და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლები დაესწრნენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრის პირად შემადგენლობასა და მოწვეულ სტუმრებს იუბილე ლევან იზორიამ პირადად მიულოცა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ყოველდღიური მზადყოფნითა და საბრძოლო შესაძლებლობების ამაღლებით ვუახლოვდებით ნატოს, რაც იძლევა შესაძლებლობას ახლო მომავალში საქართველო გახდეს იმ ალიანსის ერთ-ერთი სრულფასოვანი წევრი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის ღირებულებების და პრინციპების დაცვას. ლევან იზორიას განმარტებით, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში ჩართულ ყველა სამხედრო მოსამსახურეს ხელფასები გაეზრდება.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა თითოეულ ჯარისკაცს თავდადებული შრომისთვის და JTEC-ის სამხედრო მოსამსახურეები საშტატო იარაღით, ხოლო ცენტრის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ვიცე-პოლკოვნიკი მარიუს ნილსენსი მედლით „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“ დააჯილდოვა.

საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით ნატოს მრჩეველთა ჯგუფის უფროსის გადაბარების ცერემონიაც გაიმართა და სამხედრო მოსამსახურეებს სერთიფიკატები გადაეცათ.

საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში, თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა JTEC-ის შტაბის ახალი შენობა საზეიმოდ გახსნეს.

ნატო-საქართველოს წვრთნების და შეფასების ერთობლივი ცენტრი 2014 წელს უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებულ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში შეიქმნა. JTEC საქართველოს, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალებისათვის თანამედროვე სასწავლო შესაძლებლობებს უზრუნველყოფს.

2019 წლისთვის JTEC ყველა დონის საველე სიმულაციურ და ვირტუალურ სწავლებას როგორც სარდლობისა და ბრიგადებისათვის, ასევე ბატალიონის, ასეულისა და ოცეულისათვის უზრუნველყოფს.

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

25 აპრილი, 2024 , 17:33

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუცია შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდ

საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი

25 აპრილი, 2024 , 17:07

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, ივანიშვილი ხდის იძულებულს ჩვენს პარტნიორებს უმ

ეს რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი

25 აპრილი, 2024 , 16:10

ერთი წლის წინაც იყო რეზოლუცია და ზუსტად იგივე ჩანაწერი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო, რა სანქციებზეა საუბარი, როცა

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო

25 აპრილი, 2024 , 14:27

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის განცხადებებს, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგე

არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები - კახა კალაძე

25 აპრილი, 2024 , 14:18

„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლა

ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:58

საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა, ქრისტიანობის დაცვა და შენარჩუნება შეძლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი