უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

26 ოქტომბერი, 2016 14:30
font-size

“ნაციონალების“ კოორდინატორები ყურანზე აფიცებდნენ ამომრჩეველს – ლევან მამალაძე

სააკაშვილმა ავარჯიშა გარკვეული ჯგუფები და შემდეგ დესტაბილიზაციისთვის საქართველოში შემოიყვანა, – ამის შესახებ „სტრატეგიული ცენტრის“ ხელმძღვანელმა ლევან მამალაძემ დონბასიდან „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე სკაიპით ჩართვის დროს განაცხადა.

მამალაძის ინფორმაციით, სააკაშვილი მარნეულში იმ გეგმის გაგრძელებას აპირებს, რაც 8 ოქტომბერს წამოიწყო. მიხეილ სააკაშვილი პროვოკაციისთვის ეთნიკურ ნიადაგს გამოიყენებს.

“იქიდან გამომდინარე, რომ მარნეულში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი არის ეთნიკურად აზერბაიჯანელი, ხოლო „ქართული ოცნების“ – ქართველი, სააკაშვილი შეეცდება, რაც ეს უკვე გააკეთა, გამოიყენოს არაქართულენოვანი მოსახლეობა და რელიგიურ და ეთნიკურ ნიადაგზე მარნეულში შუღლი გააღვივოს, მან ავარჯიშა გარკვეული ჯგუფები ახლო აღმოსავლეთში, მას კავშირი ჰქონდა სირიასთანაც და შემდეგ, ეს ჯგუფები, ისევ საქართველოში შემოაგზავნა.

მაქვს ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორები ყურანზე აფიცებდნენ ამომრჩეველს. სააკაშვილი ცდილობს თავისი ბოლო გაფართხალება კარგად გამოიყენოს, მაგრამ საქართველოში მსგავსი რამ არასდროს მომხდარა და იმედი მაქვს, რომ არც ახლა მოხდება. სააკაშვილს დესტაბილიზაციისთვის შერჩეული აქვს სამი წერტილი, ესაა ქუთაისი, ბათუმი და მარნეული.

ქუთაისი იმიტომ, რომ მეორე პოლიტიკური ცენტრია, ბათუმი საზღვართან ახლოსაა და მარნეული კი დასახლებულია ძირითადად ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობით. სააკაშვილი, ამ გეგმის განხორციელებისთვის უამრავ თანხას ხარჯავს“, – განაცხადა ლევან მამალაძემ დონბასიდან.

ლევან მამალაძე თვლის, 8 ოქტომბრის არჩევნების დროს სააკაშვილის გეგმას ხელი შიდა პარტიულმა დაპირისპირებამ შეუშალა.

საკვანძო სიტყვები:

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი