უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
- 26.04.2024 17:3328 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი
- 26.04.2024 15:32მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე
- 26.04.2024 15:1930 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე
- 26.04.2024 14:12თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი
- 26.04.2024 12:59საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი
- 26.04.2024 12:54The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში
- 26.04.2024 12:40სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იძულების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამხილა
არქივი
კომენტარი
ნაციონალურ მოძრაობას დისკომფორტს უქმნის „პატრიოტთა ალიანსის“ მე-9 მოწვევის პარლამენტში მონაწილეობა - გოჩა თევდორაძე
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრის გოჩა თევდორაძის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის განცხადება გამოწვეულია იმით, რომ მათ ერღვევათ ის იდილია, რაც მე-8 მოწვევის პარლამენტში ჰქონდათ.
ამის შესახებ თევდორაძემ გიორგი კანდელაკის იმ განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომლის მიხედვით, პირველადი მონაცემებით „პატრიოტთა ალიანსმა“ ბარიერი ვერ გადალახა, „შემდეგ კი ცესკომ 7 უბნის შედეგი გააუქმა, რომლებშიც ამ პარტიას მცირე შედეგი ჰქონდა“.
„ნაციონალური მოძრაობის ის მოსაზრება, რომ თითქოს „პატრიოტთა ალიანსს“ ხელოვნურად გადაალახინეს ბარიერი - ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. ნაციონალური მოძრაობის ეს განცხადება გამოწვეულია იმით, რომ ირღვევა ის იდილია, რომელიც ჰქონდათ მათ მე-8 მოწვევის პარლამენტში ხელისუფლებასთან ერთად. მათ ამის რეალური საფუძველი აქვთ, იმიტომ, რომ ნაციონალურ მოძრაობას დისკომფორტს უქმნის „პატრიოტთა ალიანსის“ მე-9 მოწვევის პარლამენტში მონაწილეობა“,-განაცხადა თევდორაძემ.
მონიკა დავლიანიძე