უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

26 ოქტომბერი, 2018 14:55
font-size

„ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერზეა წამსვლელი, მაგრამ, უკაცრავად, და მაგათ მაგის საჯდომი არ აქვთ - ბიძინა ივანიშვილი

„ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერზეა წამსვლელი, მაგრამ უკაცრავად, და მაგათ მაგის საჯდომი არ აქვთ, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი გუშინ მედიაში გავრცელებულ ჩანაწერებს, რომელიც თითქოსდა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მისი ბიძის, თემურ ალასანიას საუბარს ასახავს.

მისივე თქმით, მისი ლიკვიდაცია იოლი არ არის, „რაზეც ნიკა გვარამია ოცნებობს“.

„იმ ჩანაწერების მე არ მჯერა, სანამ ავთენტურობა არ დადგინდება, რაც გუშინ გამოვიდა და რაზეც საუბრობდნენ პრეზიდენტი და მისი ბიძა, თუმცა არაფერი არ მიკვირს. ესენი ყველაფერზე არიან წამსვლელი, მაგრამ საზოგადოებას ვეტყვი, უკაცრავად, და მაგათ მაგის საჯდომი არ აქვთ. იოლი არ არის ჩემი ლიკვიდაცია, რაზეც გვარამია ოცნებობს. მაგათ მაშინ ჰქონდათ ძალა, მგლის ხროვასავით ერთად რომ იყვნენ, მაშინ ჩაგრავდნენ ქართველ კაცს. ახლა მაგათ მაგის თავი სად აქვთ. არ იფიქროთ, წამსვლელები არიან, მაგრამ თუ ვინმეს რამის შიში გაქვთ, არაფრის შიში არ გქონდეთ.

პატარა კაცები ებრძვიან ძლიერ ქალს. მაღალია სააკაშვილი, მაგრამ პატარა კაცია. მე მაინც მოთმინებას გთხოვთ. ესენი ჩვენი ქვეყნის შვილები არიან, გვარამიაც, კვესიტაძეც. მათ უნდა მოვექცეთ ისე, რომ ჩვენი კულტურა არ დავაზიანოთ“, - აღნიშნა ივანიშვილმა.

ივანიშვილის თქმით, ეკონომიკის მსგავსად პოლიტიკური ისთებლიშმენტიც ღარიბია.

„ის, რომ ხომ არ არის სასარგებლო და საინტერესო „ქართული ოცნებისთვის“, რომ იგივე ძალა, „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოდგება დღეს ოპონენტად, არამც და არამც ასე არ არის. მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ როგორც ეკონომიკა გვაქვს ღარიბი, ისევე ღარიბი გვაქვს ნებისმიერი მიმართულება, პროფესიის მხრივ, თუ შიგთავსით. პოლიტიკური ისთებლიშმენტი არის ისეთივე ღარიბი, როგორც ჩვენი ეკონომიკა და მხოლოდ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ეს დესტრუქციული ძალა არის წარმოდგენილი ოპოზიციად. როგორ შეიძლება ეს სასარგებლო იყოს ჩვენთვის და ჩვენი პოლიტიკისთვის. შეხედეთ არჩევნებს, ეს ქალბატონი [სალომე ზურაბიშვილი] არის უახლოესი ისტორიის სიმბოლო, ევროპაში მიიღო განათლება და დაბრუნდა სამშობლოში, როგორი სიტყვებით მოიხსენიებენ მას. მუდმივად მიანიშნებენ რევოლუციაზე. ეს არის დამაზიანებელი იმისთვის, რისკენაც ჩვენ მივდივართ, რომ როგორმე ეკონომიკის ტემპები დავაჩქაროთ. როცა ინვესტორი კითხულობს, რომ კაცი ბობოქრობს და ხვალ შეიძლება რევოლუცია მოახდინოს, გარწმუნებთ, რომ ის აქ ფულს არ შემოიტანს. გარწმუნებთ, რომ არ არის ეს სასარგებლო.

მე ვიცი „პატრიოტთა ალიანსის“ პოზიცია, რომ გაცილებით რადიკალური პოზიცია გაქვთ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან, მაგრამ მე არ გეთანხმებით ამაში. ესენი ჩვენი საზოგადოების წევრები არიან, ამ ქვეყანაში ყველას უნდა ეცხოვრებოდეს. არ უნდა მოხდეს გახლეჩვა. პატარა ერი ვართ და ამის რესურსი არ გვაქვს. ყველაფერს აკეთებენ, რომ ერი გახლიჩონ და დაანაწევრონ“, - განაცხადა ივანიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილი ხალხს მოუწოდებს და სთხოვს, რომ პულტიდან ამოიღონ ელემენტები, ყველამ გათიშოს ტელევიზორი და ყველა გავიდეს 4 ოქტომბერს რუსთაველზე

30 სექტემბერი, 2025 , 15:09

გამორთეთ ტელევიზორები, გამოდით რუსთაველზე! - ამ გზავნილით მიმართავს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, პატიმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი მოქალაქეებს, რომლის გზავნილი საპატიმროდან მისმ

დაპირისპირებისთვის, ძალადობისთვის და ძალმომრეობისთვის ვინც ემზადება, ისინი სახელმწიფოსგან აუცილებლად სათანადო, ადეკვატურ და პროპორციულ პასუხს მიიღებენ - დავით მათიკაშვილი

30 სექტემბერი, 2025 , 15:04

დაპირისპირებისთვის, ძალადობისთვის და ძალმომრეობისთვის ვინც ემზადება, ისინი სახელმწიფოსგან აუცილებლად სათანადო, ადეკვატურ და პროპორციულ პასუხს მიიღებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშ

მნიშვნელოვანია დიდმა ბრიტანეთმა გააგრძელოს და დააჩქაროს სანქციები ივანიშვილისა და მისი ელიტის წინააღმდეგ - თინა ბოკუჩავა

30 სექტემბერი, 2025 , 11:07

მნიშვნელოვანია, რომ დიდმა ბრიტანეთმა გააგრძელოს და დააჩქაროს სანქციები ივანიშვილისა და მისი ელიტის წინააღმდეგ, რათა საქართველოს მოქალაქეებს დემოკრატიული და ევროატლანტიკური განვითარების გზა დაუბრუნდეთ, - ამის შესახებ

სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ნოელ ბაროს და საფრანგეთის მინისტრს ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადის შეხვდა

30 სექტემბერი, 2025 , 09:44

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ნოელ ბაროს და საფრანგეთის მინისტრს ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადის შეხვდა. როგორც სალომე ზურაბიშვილი&nbs

ნუ გეშინიათ ცვლილებების - ყველაფერი მშვიდობიანად წავა, ხალხის ნებას ნებისმიერი მმართველი უნდა დაემორჩილოს - პეტრე ცისკარიშვილი

29 სექტემბერი, 2025 , 16:50

მშვიდობიანი ცვლილებები ძალიან ბევრ ქვეყანაში მომხდარა, მათ შორის მოხდა ჩვენს რეგიონში, სამეზობლოში და საქართველოშიც! ნუ გეშინიათ ცვლილებების - ყველაფერი მშვიდობიანად წავა! ხალხის ნებას ნებისმიერი მმართველი უნდა დაემ

საქართველოს ქუჩებში, სადაც ბავშვები სამიზნედ ხდებიან, რადგან ისინი ევროპულ დროშებს აფრიალებენ - საფრანგეთის მინისტრი

29 სექტემბერი, 2025 , 16:34

პირველ რიგში, გაფართოების პროცესი დამსახურებაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ამიტომ, ის უნდა დაეყრდნოს ამ ქვეყნების მიერ გატარებულ რეფორმებს, - ამის შესახებ საფრანგეთის მინისტრმა ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადიმ ვარშა