უკან
პოლიტიკა
25 სექტემბერი, 2017 12:35
„ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს
საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, ფრაქცია არ მიიღებს მონაწილეობას საკონსტიტუციო ცვლილელებთან დაკავშირებულ კენჭისყრაში.
როგორც გოცირიძე განმარტავს, „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა, მათ შორის კონსტიტუციის გზით.
„ისინი მიიღებენ ქვეყნისთვის მეტად ცუდ კონსტიტუციას. ჩვენი ამოცანაა- ბოლომდე გამოვიყენოთ ყველა ბერკეტი, ავუხილოთ ხალხს თვალი, კიდევ ერთხელ ვუთხრათ, თუ რას აპირებენ და როგორ მოახდინეს მათ უზურპაცია ხელისუფლებისა, მათ შორის კონსტიტუციის გზით. ჩვენი პროტესტი იქნება გამოთქმული იმ ფორმით, რომ ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას კენჭისყრაში“,-განაცხადა გოცირიძემ.
მონიკა დავლიანიძე