უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

7 ნოემბერი, 2018 15:45
font-size

„ნაციონალური მოძრაობის“ ჯალათები ხელისუფლების სამსახურში დგანან და დაწინაურებულებიც კი არიან, ამის მაგალითია მირზა სუბელიანი - კობა დავითაშვილი

ყოფილმა დეპუტატმა კობა დავითაშვილმა 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებზე საუბრისას განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ იმის მაგივრად, რომ დაესაჯათ წინა მთავრობის წარმომადგენლები, ისინი პირიქით, დააწინაურა. ამის მაგალითად დავითაშვილმა პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი დაასახელა.

„ჟურნალისტები მეკითხებიან, რა მოთხოვნა მაქვს. მინდა გითხრათ, რომ მე მოთხოვნა არ მაქვს იმ ხელისუფლების მიმართ, რომელმაც დაუშვა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ციხეში კი არ ზის, არამედ გვემუქრება რევანშით, ახალი 7 ნოემბრით, ახალი 26 მაისით, ახალი ძალადობითა და ახალი მკვლელობებით. ეს ამ ხელისუფლების სინდისზეა და მე მათ მიმართ არ მაქვს არანაირი მოთხოვნა.

მე მაქვს მტკიცე გადაწყვეტილება და ნება - პირადად მე თქვენთან ერთად არ დავუშვებ „ნაციონალური მოძრაობის“ მობრუნებას ხელისუფლებაში. „ნაციონალური მოძრაობის“ ჯალათები ხელისუფლების სამსახურში დგანან და დაწინაურებულებიც კი არიან და აგრძელებენ ჯალათობას. ამის ნათელი მაგალითია მირზა სუბელიანი, რომელიც იყო პროკურორი 26 მაისის საქმეზე და იმას კი არ იძიებდა, როგორ გაუსწორდნენ ხალხს, არამედ პოლიტპატიმრებზე ფიზიკურ ზეწოლას ახორციელებდა, რომ მათგან ჩვენებები გამოეძალა. ეს ადამიანი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ დააწინაურა, შემდეგ კი მან გააკეთა ის, რასაც მუდმივად აკეთებდა - როდესაც ოჯახისთვის და შვილისთვის დასჭირდა, ხელი დააფარა, გამოიყენა სამსახურეობრივი მდგომარეობა და აღმოვჩნდით უცნაურ მდგომარეობაში - საკუთარი პროკურორის დანაშაულებრივი საქმიანობის გამო „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ხელისუფლების გადადგომას ითხოვს. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს“, - განაცხადა დავითაშვილმა რუსთაველის გამზირზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც საზოგადოების ნაწილი 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების გასაპროტესტებლად შეიკრიბა.

ლევან ხაბეიშვილი ხალხს მოუწოდებს და სთხოვს, რომ პულტიდან ამოიღონ ელემენტები, ყველამ გათიშოს ტელევიზორი და ყველა გავიდეს 4 ოქტომბერს რუსთაველზე

30 სექტემბერი, 2025 , 15:09

გამორთეთ ტელევიზორები, გამოდით რუსთაველზე! - ამ გზავნილით მიმართავს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, პატიმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი მოქალაქეებს, რომლის გზავნილი საპატიმროდან მისმ

დაპირისპირებისთვის, ძალადობისთვის და ძალმომრეობისთვის ვინც ემზადება, ისინი სახელმწიფოსგან აუცილებლად სათანადო, ადეკვატურ და პროპორციულ პასუხს მიიღებენ - დავით მათიკაშვილი

30 სექტემბერი, 2025 , 15:04

დაპირისპირებისთვის, ძალადობისთვის და ძალმომრეობისთვის ვინც ემზადება, ისინი სახელმწიფოსგან აუცილებლად სათანადო, ადეკვატურ და პროპორციულ პასუხს მიიღებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშ

მნიშვნელოვანია დიდმა ბრიტანეთმა გააგრძელოს და დააჩქაროს სანქციები ივანიშვილისა და მისი ელიტის წინააღმდეგ - თინა ბოკუჩავა

30 სექტემბერი, 2025 , 11:07

მნიშვნელოვანია, რომ დიდმა ბრიტანეთმა გააგრძელოს და დააჩქაროს სანქციები ივანიშვილისა და მისი ელიტის წინააღმდეგ, რათა საქართველოს მოქალაქეებს დემოკრატიული და ევროატლანტიკური განვითარების გზა დაუბრუნდეთ, - ამის შესახებ

სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ნოელ ბაროს და საფრანგეთის მინისტრს ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადის შეხვდა

30 სექტემბერი, 2025 , 09:44

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ნოელ ბაროს და საფრანგეთის მინისტრს ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადის შეხვდა. როგორც სალომე ზურაბიშვილი&nbs

ნუ გეშინიათ ცვლილებების - ყველაფერი მშვიდობიანად წავა, ხალხის ნებას ნებისმიერი მმართველი უნდა დაემორჩილოს - პეტრე ცისკარიშვილი

29 სექტემბერი, 2025 , 16:50

მშვიდობიანი ცვლილებები ძალიან ბევრ ქვეყანაში მომხდარა, მათ შორის მოხდა ჩვენს რეგიონში, სამეზობლოში და საქართველოშიც! ნუ გეშინიათ ცვლილებების - ყველაფერი მშვიდობიანად წავა! ხალხის ნებას ნებისმიერი მმართველი უნდა დაემ

საქართველოს ქუჩებში, სადაც ბავშვები სამიზნედ ხდებიან, რადგან ისინი ევროპულ დროშებს აფრიალებენ - საფრანგეთის მინისტრი

29 სექტემბერი, 2025 , 16:34

პირველ რიგში, გაფართოების პროცესი დამსახურებაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ამიტომ, ის უნდა დაეყრდნოს ამ ქვეყნების მიერ გატარებულ რეფორმებს, - ამის შესახებ საფრანგეთის მინისტრმა ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადიმ ვარშა