პოლიტიკა
ნაციონალური მოძრაობის წევრები ვანო მერაბიშვილს შეხვდებიან
ნაციონალური მოძრაობის წევრები, პარტიის გენერალურ მდივანს ვანო მერაბიშვილს, დღეს, ე.წ მატროსოვის ციხეში შეხვდებიან.
ამის შესახებ მედიას, პარტიის წევრმა აკაკი მინაშვილმა განუცხადა.
”დღეს გაიმართება შეხვედრა ვანო მერაბიშვილთან. ჩვენი წარმომადგენელი შევა მასთან და ყველაფერს გაიგებთ, როდესაც საპყრობილიდან გამოვა. ვანო ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანია. მას არ გამოუთქვამს მკაფიო პოზიცია, რომ არ სურს გენერალური მდივნობა და მისი ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებას არ ვაპირებთ. მან უნდა დააფიქსიროს პოზიცია. ვნახოთ რა შედეგები იქნება”, - განაცხადა მინაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 20 იანვრის ყრილობაზე, ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს ახალი გენერალური მდივანი არ აურჩევია. ვანო მერაბშვილის უფლებამოსილების შესრულება, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს ნიკა მელიას დაევალა.
იმავე დღეს, ვანო მერაბიშვილმა განცხადება გაავრცელა, რომ მას გენერალურ მდივნობაზე თანხმობა არ განუცხადებია.
მერაბიშვილის ამ განცხადებას პარტიის წევრები გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ მერაბიშვილის თანხმობა საჭირო არ იყო, რადგან გენერალური მდივნის არჩევა არ ყოფილა.
მონიკა დავლიანიძე