უკან

საზოგადოება

2 თებერვალი, 2017 15:00
font-size

ნაციონალურმა მოძრაობამ აქციისთვის მხოლოდ 400 კაცის შეგროვება მოახერხა - სოზარ სუბარი

საქართველოს ლტოლვითა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, ორკვირიანი სრული მობილიზების შემდეგ, ნაციონალურმა მოძრაობამ მხოლოდ 400 კაცის შეგროვება მოახერხა, რომლებიც სამინისტროსთან დაანონსებულ აქციებში მიიღებენ მონაწილეობას.

ამის შესახებ სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიას განუცხადა.

მისი თქმით, კარგი იქნებოდა, რომ ნაციონალურ მოძრაობას იმ ტერიტორიებზე გაემართათ აქციები, რომლებიც თავად რუსეთს ჩააბარეს.

„ორკვირიანი სრული მობილიზებით, ლამის სამხედრო რეჟიმზე გადავიდნენ და მოახერხეს, რომ 400-კაციანი სია შექმნეს, ვის მოყვანასაც აპირებენ აქციაზე. დიდი წარმატებაა ნაციონალური მოძრაობისთვის, ვულოცავ. ამ 400-კაციანი სიიდან რამდენი მოვა, ჯერ არ ვიცი. ისე, კარგი იქნებოდა, თუ აქციებს გეგმავენ, აქციები გაეკეთებინათ იმ ტერიტორიებზე, რომლებიც მოღალატეობრივად ჩააბარეს რუსეთს. ახალგორში მაგალითად,რომელიც ჯერ გამოყვეს მცხეთა-მთიანეთიდან, შემდეგ შეუერთეს ე.წ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს და შემდეგ ჩააბარეს რუსეთს. კოდორის ხეობიდან, რომელშიც სამხედრო ჯარი შეიყვანეს, საკუთარი ტერიტორიის დაპყრობის იმიტაცია გაითამაშეს, შემდეგ კი ჩააბარეს რუსეთს. აი, იქ რომ გააკეთონ აქციები, ეს იქნებოდა ბევრად უკეთესი და მაშინ დავიჯერებდი, რომ მათ მართლაც სტკივათ საქართველო“,-აღნიშნა მინისტრმა.

რაც შეეხება დევნილების 45-ლარიან სახელმწიფო დახმარებას, სოზარ სუბარის თქმით, დამხარების მოხსნა სტატუსის მოხსნას არ შეეხება.

„დევნილების დახმარება არ შეეხება დევნილის სტატუსს, და დევნილის სტატუსი, როგორც პოლიტიკური სტატუსი, რჩება მუდმივად, სანამ არ მოხდება დაბრუნება, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 10 თუ 15 წელია საერთაშორისო ორგანიზაციები ითხოვენ, რომ ეს მოვიყვანოთ საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობაში და საერთაშორისო სტანდარტი არის ის, რომ, ასეთი სტანდარტი არ არსებობს“,-განმარტა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ დევნილთა უწყებაში რეფორმა იგეგმება, რომლის მიხედვით, დევნილთა ნაწილს 45-ლარიანი სახელმწიფო დახმარება მოეხსნება. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ შეზღუდვა მაღალშემოსავლიან დევნილებს შეეხება.

თუმცა, ნაციონალური მოძრაობა ეჭვობს, რომ რეფორმა დევნილებისთვის სტატუსის მოხსნასაც ითვალისწინებს, ამიტომ დღეიდან, პარტიის წევრები და აფხაზთა კრებაში შემავალი დევნილთა არასამთავრობო ორგანიზაციები, სამინისტროსთან პერმანენტულ აქციებს იწყებენ.

მონიკა დავლაინიძე

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი