უკან

პოლიტიკა

1 აგვისტო, 2018 15:10
font-size

NDI-ის კვლევები არის პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომ მოსახლეობაზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოახდინო - ირაკლი სესიაშვილი

ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს პატივს ვცემ, თუმცა აღნიშნული კვლევები არის პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომ მოსახლეობაზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოახდინო, – განუცხადა ჟურნალისტებს NDI-ის კვლევების შეფასებისას, უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი სესიაშვილმა.

დეპუტატის თქმით, ის კვლევას არ ენდობა.

„ჩემი დამოკიდებულება კარგად იცით წლების მანძილზე. ზოგადად, NDI-ის, როგორც ორგანიზაციას პატივს ვცემ, თუმცა ეს კვლევები არის, მე ვიტყოდი, პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომ მოსახლეობაზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოახდინო. იმდენად, რამდენადაც ამ კვლევების განმახორციელებელი ორგანიზაციები ძალიან ახლოს არიან რიგ პოლიტიკურ ინტერესებთან, თავისთავად ცხადია, აქ ნათლად ჩანს ფსიქოლოგიური ზემოქმედების გარკვეული ნიშნები, ამიტომ, ამ კვლევის მიმართ ჩემი მხრიდან არანაირი ნდობა არ არის“, – განაცხადა სესიაშვილმა.

დეპუტატმა ჟურნალისტებს მოუწოდა, შეადარონ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები, როგორ აისახა არჩევნების შედეგად დამდგარ რეალობასთან მიმართებაში.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC საქართველომ კვლევა დღეს გამოაქვეყნეს. კვლევა, 2018 წლის 23 ივნისი - 8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,409 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა.

ნინო ექვთიმიშვილი

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი