უახლესი ამბები
არქივი
პოლიტიკა
ნება მიბოძეთ, წავახალისო საქართველო, რათა სრულად გამოიყენოს არსებითი დახმარება - დაახლოებით 100 მილიონი ევრო ყოველწლიურად - იოჰანეს ჰანი
ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ასოცირების შეთანხმების სრულად ამოქმედების შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საუბარია იმ სარგებელზე, რომელიც საქართველომ ასოცირების შეთანხმებისგან მიიღო.
"ასოცირების შეთანხმების შედეგად, საქართველოს მოქალაქეები სულ უფრო ხშირად შეძლებენ სარგებლის მიღებას ევროკავშირთან უფრო მჭიდრო კავშირებისგან. საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის უკეთესი ბიზნესშესაძლებლობები, სოფლის მეურნეობის ადგილობრივი პროდუქტების გაუმჯობესებული უსაფრთხოება და ენერგოეფექტიანობის გაზრდა - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ სფეროებისა, სადაც ჩვენ შეთანხმების დროებითი გამოყენების შედეგად უკვე დავინახეთ იმედისმომცემი ნიშნები, რაც ახლა შეიძლება კიდევ უფრო განვითარდეს. ნება მიბოძეთ, წავახალისო საქართველო, რათა სრულად გამოიყენოს არსებითი დახმარება - დაახლოებით 100 მილიონი ევრო ყოველწლიურად - რომელსაც ევროკავშირი გამოყოფს ქვეყნის რეფორმების დღის წესრიგის მხარდასაჭერად”, - ნათქვამია იოჰანეს ჰანის განცხადებაში, რომელიც ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ნინო ექვთიმიშვილი